საფრანგეთის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სამოქალაქო თავისუფლების ნაციონალურმა კომისიამ CNIL სოციალური ქსელი TikTok-ი 5 მილიონი ევროთი დააჯარიმა. მიზეზი cookie -ის მანიპულირებით გამოყენებაა. მარეგულირებელმა დაადგინა, რომ უფრო ადვილია დაეთანხმო cookie -ფაილების გამოყენებას, ვიდრე უარი თქვას მასზე.
კომისიამ TikTok-ზე გამოძიება 2021 წლის ზაფხულში დაიწყო. 2022 წლის თებერვალში სერვისის ვებსაიტზე გამოჩნდა ღილაკი „უარი ყველაფერზე“, რამაც, სავარაუდოდ, პრობლემა მოაგვარა. ამით შეიძლება აიხსნას ჯარიმის შედარებით დაბალი ოდენობაც.