მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთის ეროვნული ნაკრები კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ,,აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი „აჭარა ტექსტილის“ მიერ შეკერილი სამოსით თამაშობს — ამის შესახებ ფეისბუკზე „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი წერს.
აჭარა ტექსტილი 2008 წელს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსებით შეიქმნა.