საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება ეპიდემიის მესამე ტალღას შეადარა.
„ვითარება, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, მესამე ტალღას ჰგავს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ჟან კასტექსის თქმით, მასობრივი ვაქცინაცია ეპიდემიიდან გამოსვლის გზაა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში კორონავირუსის 4 108 108 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 91 196 ადამიანი გარდაიცვალა.
imedinews.ge