საფრანგეთი მკაცრად გმობს რუსეთის თავდასხმას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა ბრიუსელში განაცხადა.
”ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბირთვული სტრუქტურის მთლიანობის ამ დაზიანებას, სრულად ვუჭერთ მხარს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინიციატივას, მოსთხოვოს რუსეთს შეწყვიტოს ყველა სახის თავდასხმა”, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ჟან-ივ ლე დრიანი ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც, მისი თქმით, იქნება მოკავშირეების ერთიანობის ჩვენება, საერთაშორისო საზოგადოებაში რუსეთის იზოლაციის გაგრძელების მიზნით.
IPN.GE