საფრანგეთის სენატი ითხოვს აზერბაიჯანისთვის სანქციების დაწესებას, სომხეთსა და ყარაბაღზე შეტევების გამო

საფრანგეთის სენატი ითხოვს აზერბაიჯანისთვის სანქციების დაწესებას, სომხეთსა და ყარაბაღზე შეტევების გამო

access_time2022-11-16 15:43:50

საფრანგეთის სენატმა 295 ხმით 1-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს აზერბაიჯანისთვის სანქციების დაწესებისკენ, სომხეთზე თავდასხმების და მთიანი ყარაბაღის მიმართ აგრესიის გამო.


ამასთან, რეზოლუცია აზერბაიჯანს გმობს სექტემბერში სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე მიტანილი იერიშისთვის, ბაქოს მოუწოდებს სამხედრო ძალები გაიყვანოს სომხეთიდან და კიდევ ერთხელ აცხადებს სენატის პოზიციას, რომ საფრანგეთმა მთიანი ყარაბაღი უნდა აღიაროს.


რეზოლუცია მოიცავს მოწოდებას, რომ უცვლელი დარჩეს სტატუსი ლაჩინის დერეფნისა, რომელიც რეგიონს სომხეთთან აკავშირებს.


"მოვუწოდებთ მთავრობას ევროპელ მოკავშირეებთან ერთად განიხილოს ყველაზე ძლიერი და ადეკვატური პასუხის ვარიანტები ახალ თავდასხმებზე აზერბაიჯანის მხრიდან, მათ შორის აზერბაიჯანის ლიდერებისგან ქონების კონფისკაცია და აზერბაიჯანის გაზისა და ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესაძლებლობა", - წერია რეზოლუციაში.


პარლამენტი საფრანგეთის მთავრობას სთხოვს, იმსჯელოს მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული ოფისის დაარსების შესაძლებლობაზე და ყველა საშუალებით აჩვენოს პარიზის მხარდაჭერა ერევნის მიმართ, სომხეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების განხილვით.



საფრანგეთში მცხოვრებმა აზერბაიჯანულმა თემმა საპროტესტო აქცია გამართა სენატში ამ რეზოლუციის განხილვისას.


მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა 1990-იანი წლების დასაწყისში გამოაცხადეს ეთნიკურმა სომხებმა, რომლებიც მანამდე სახლობდნენ მთიანი ყარაბაღის საბჭოთა ავტონომიურ ოლქში. დამოუკიდებლობა არცერთ სახელმწიფოს არ უღიარებია. 2020 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ რეგიონის ნაწილი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადავიდა.


საერთაშორისო თანამეგობრობა მთიან ყარაბაღს აღიარებს აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიის ნაწილად, თუმცა ბაქო 1990-იანი წლების დასაწყისიდან არ აკონტროლებდა რეგიონის დიდ ნაწილს.


გასულ თვეში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაჩაღდა ყველაზე ინტენსიური კონფლიქტი 2020 წლის შემდეგ, შეტაკებებს ემსხვერპლა 200-ზე მეტი ადამიანი. შეტაკებები მოხდა მიუხედავად 2020 და 2021 წლების შეთანხმებებისა, რომ კონფლიქტს მშვიდობიან გადაჭრას მოუძებნიდნენ.



წყარო: radiotavisupleba.ge/






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up