საფრანგეთში მოსახლეობა საპენსიო კანონში ცვლილებას აპროტესტებს, კანონპროექტი საპენსიო ასაკის 62 წლიდან 64 წლამდე გაზრდას გულისხმობს. - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა reuters ავრცელებს. გამოცემის ცნობით პროტესტის ნიშნად დღეს საფრანგეთში მატარებლებმა მუშაობა შეაჩერეს, დაიხურა სკოლები , გადამამუშავებელი ქარხნები და შეწყდა გადაზიდვები. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი ამბობს, რეფორმა რომელიც საზოგადოებრივი აზრის მიხედვით არაპოპულარულია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საპენსიო სისტემისთვის.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს პრეზიდენტ მაკრონის ერთ-ერთი მთავარი დაპირება, სწორედ საპენსიო რეფორმა იყო, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ელიზაბეტ ბორნი ამბობს, რომ ცვლილებები აუცილებელია, რადგან სისტემაში დეფიციტი თავიდან იყოს აცილებული, უახლესი გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 80% საპენსიო ასაკის 64 წლამდე გადაწევას ეწინააღმდეგება.