საფრანგეთის სახელმწიფო საბჭომ გამოსცა საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყანაში კანაფის ყვავილების და ფოთლების შემცველი კანაბიდიოლის (CBD) რეალიზაციის ლეგალიზების შესახებ.
ამის შესახებ Report-ი დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაზე დაყრდნობით იუწყება.
„საფრანგეთის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა 2021 წლის დეკემბრის მთავრობის დადგენილება, რომელიც კრძალავდა CBD-ის შემცველი ყვავილის რეალიზაციას და მოხმარებას“, - ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
აღსანიშნავია, რომ 1953 წელს პარიზმა ხელი მოაწერა ჟენევის კონვენციას, რომელიც კრძალავს კანაფის, როგორც სამკურნალო საშუალებად გამოყენებას. ასევე უკანონოდ გამოცხადდა მისი გაყიდვა, დისტრიბუცია, ტრანსპორტირება და იმპორტი.
თუმცა, 2019 წელს საფრანგეთის ხელისუფლებამ კვლავ დაუშვა კანაფის გამოყენება მედიკამენტად, რომლის მიცემაც პაციენტებისთვის ექიმის დანიშნულების მიხედვით დაიწყო.
2021 წელს საფრანგეთი გახდა ევროპის ლიდერი კანაფის მოხმარებაში. მრავალი გამოკითხვის შედეგების მიხედვით, თითქმის მილიონი ფრანგი ყოველდღიურად იყენებდა ამ პრეპარატს, - იტყობინება Le Parisien.