საფრანგეთში 2024 წლიდან კერძო თვითმფრინავებით ფრენებზე დამატებით გადასახადის შემოღებას აპირებენ. - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს, ინიციატივით ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტრო გამოდის.
ახალი გადასახადი იმ არარეგულარულ კერძო ფრენებსა და რეისებზე უნდა გავრცელდეს, რომლის მგზავრების რაოდენობა ექვს კაცს არ აღემატება.
ევროპის ეკოლოგიის მწვანეთა პარტიის ინიციატივით მიმდინარე წლის მარტში, საფრანგეთში კერძო თვითმფრინავებით ფრენების სრული აკრძალვაც მოითხოვეს. არსებული კანონმდებლობით კერძო თვითმფრინავებისთვის ე.წ. საწვავის გადასახადი 70%-ით არის გაზრდილი, რაც ტრანსპორტის სამინისტროს ინიციატივით კიდევ უფრო იზრდება.
2022 წელს საფრანგეთში ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი კერძო რეისი შესრულდა.
გასული წლის დეკემბერში ქვეყანაში მოკლე დისტანციის შიდა ფრენები აიკრძალა. მალე სამუდამოდ გაუქმდება ყველა მარშრუტი, რომელზეც მატარებლით მგზავრობის დრო 2,5 საათს არ აღემატება. მაგალითად, გაუქმდება ფრენები პარიზი-ლიონისა და პარიზი-ბორდოს რეისებზე.