საფრანგეთი ზაფხულში მორიგი გვალვისთვის ემზადება და ამის გამო შესაძლოა, მარტიდან წყლის მოხმარებაზე მკაცრი ზომები დაწესდეს.
საფრანგეთის გარემოს ტრანსფორმაციის მინისტრმა კრისტოფ ბეშუმ Franceinfo-ს განუცხადა, რომ წლევანდელი ზამთარი, 1959 წლის შემდეგ, ყველაზე მშრალია.
მისი თქმით, საფრანგეთი გვალვის საფრთხის წინაშეა. ზაფხულში კატასტროფული შედეგების თავიდან ასაცილებლად, წყალზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებაა დაგეგმილი. ამის შესახებ, სავარაუდოდ, ორშაბათს გამოცხადდება.
მინისტრმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ დაზოგონ წყალი. შეზღუდვები ქვეყნის რვა დეპარტამენტში უკვე მოქმედებს. მისი თქმით, კლიმატოლოგები შეშფოთებულნი არიან მიწისქვეშა წყლის რეზერვების არასაკმარისი დონით. მომზადებულია „წყლის რესურსების ვრცელი გეგმა“, სადა 50-მდე ღონისძიებაა თავმოყრილი, მათ შორის: ტექნიკურ და სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის სასმელი წყლის ზომიერად გამოყენების შესახებ.