საფრანგეთში საპენსიო რეფორმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს . მოსახლეობის უკმაყოფილებას ემანუელ მაკრონისა და მისი მთავრობის გეგმა იწვევს, რომლის მიხედვითაც, საფრანგეთში 2030 წლიდან პენსიაზე გასვლა მოქალაქეებს, 62-ის ნაცვლად, 64 წლიდან შეეძლებათ.
ამჯერად აქცია პარიზში გაიმართა და მასში ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ორგანიზატორების ცნობით, დემონსტრაციებში 150 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. პოლიციის მტკიცებით კი მომიტინგეთა რიცხვი 12-14 ათასს არ აჭარბებდა.
გაფიცვებო საფრანგეთში გასულ კვირას საპენსიო ასაკის გაზრდის ინიციატივის წინააღმდეგ დაიწყო. დაიხურა ბევრი სკოლა, არ მოძრაობდა ტრანსპორტი, გაუქმდა ავიარეისები.