საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები კვლავ იმართება, მიმდინარე წელს მთავრობის მიერ ინიცირებული რეფორმის წინააღმდეგ ეს უკვე რიგთ მეხუთე დემონსტრაციაა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა independent ავრცელებს. გამოცემის ცნობით ამჟამად კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს, რომლის მიხედვითაც მთავრობა საპენსიო ასაკის ორი წლით გაზრდას გეგმავს.
პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, რეფორმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფო საპენსიო სისტემის კოლაფსის თავიდან ასაცილებლად.
პროფკავშირების ლიდერები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გახმობისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, 7 მარტს მასობრივი გაფიცვის გამოცხადებას აპირებენ, რაც მათი თქმით, „ქვეყანას გააჩერებს“.