საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს -  ლაშა ხუციშვილი

საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს - ლაშა ხუციშვილი

access_time2023-03-23 14:30:57

„მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საგადასახადო და საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმებზე.

 

როგორც მან აღნიშნა, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, განხორციელებულია  ცვლილებები საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობაში, რომელიც სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს. მისი თქმით, შექმნილია მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ ბიზნესს გაუმარტივდეს საქმიანობა ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში. გრძელდება აქტიური მუშაობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად.

 

როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, სამართლიანი დაბეგვრის უზრუნველსაყოფად, განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვით ფინანსური ინსტიტუტებისთვის შენარჩუნდა მოგების გადასახადის დაბეგვრის ე.წ. „კლასიკური მოდელი, ამავე დროს, გაუქმდა გაცემულ დივიდენდზე გადასახადი და  განხორციელდა მოგების გადასახადის განაკვეთის ოპტიმიზაცია.

 

მისი თქმით, საქართველო აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო საგადასახადო მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. საგადასახადო გამჭვირვალობისა და კანონშესაბამისობის გაუმჯობესების მიზნით, 2022 წელს, 9 ნოემბერს ხელი მოეწერა „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივ შეთანხმებას. შედეგად, საქართველო 2024 წლიდან ავტომატურ რეჟიმში გაცვლის ფინანსურ ინფორმაციას შეთანხმების მონაწილე იურისდიქციების კომპეტენტურ უწყებებთან.

 


როგორც მინისტრმა აღნიშნა, გრძელდება მუშაობა „ორმაგი დაბეგვრის თავიდან არიდების შესახებ შეთანხმებების გაფორმებასა და ძველი შეთანხმებების განახლებაზე. ამჟამად, შეთანხმება ძალაშია 57 ქვეყანასთან.

 

მისი თქმით,  2022 წლის 3 ივნისს ევროკავშირსა და საქართველოს შორის საგადასახადო/საბაჟო სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ხელი მოეწერა 2022-2027 წლებში საგადასახადო/საბაჟო პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ შეთანხმებას. პროგრამის  მიზნებია, საგადასახადო პოლიტიკისა და ევროკავშირის საგადასახადო კანონმდებლობის იმპლემენტაციის მხარდაჭერა, კომპეტენტურ ორგანოებს შორის თანამშრომლობის, ინფორმაციის გაცვლისა და ადმინისტრაციული შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ადამიანური რესურსებისა და ელექტრონული სისტემების განვითარებისა და ფუნქციონირების ჩათვლით.

 

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, შეუფერხებლად მიმდინარეობს დამატებული ღირებულების გადასახადის ავტომატურად დაბრუნების პროცესი აღნიშნული სისტემის ჩამოყალიბებიდან 2022 წლის ბოლომდე, ბიზნესს 5 მილიარდ ლარზე მეტი დაუბრუნდა. მხოლოდ 2022 წელს ქვეანგარიშიდან დაბრუნებულმა ჯამურმა თანხამ 2,3 მილიარდ ლარამდე შეადგინა.

 

ლაშა ხუციშვილის თქმით,  გადასახადის გადამხდელთა ცნობიერების დონის ასამაღლებლად, შემოსავლების სამსახურში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, ამოქმედდა უახლესი ციფრული მოთხოვნების შესაბამისი საინფორმაციო და მეთოდოლოგიური ჰაბი - infohub.rs.ge, სადაც ცენტრალიზებულია სხვადასხვა ტიპის, მუდმივად განახლებადი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც მუდმივ რეჟიმში ხელმისაწვდომია  დაინტერესებული პირებისთვის.

 

გადასახადის გადამხდელთა მიერ მოგების და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიური  დეკლარაციების სისწორის უზრუნველყოფის მიზნით, ამოქმედდა სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, წინასწარ დადგენილი რისკის ინდიკატორების მიხედვით, განისაზღვრება წარმოდგენილი დეკლარაციების საგადასახადო რისკის დონე.

 

შემოსავლების სამსახურმა დაიწყო საბაჟო პროცესების ავტომატიზაცია ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიზაციის ტექნოლოგიის გამოყენებით. საბაჟო სისტემების ციფრული ტექნოლოგიებით სრულყოფის პროცესში, შეიქმნა პირველი ე.წ. ციფრული მებაჟე ოფიცერი. ხელოვნური ინტელექტის ფუნქციაა დოკუმენტების მიღება, გაციფრულება, მომხმარებლის ინფორმირება დოკუმენტში ხარვეზთან დაკავშირებით და დეკლარაციის დაბეჭდვა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up