საგადასახადო დავების პროცესში მთავარი გამოწვევა პროცედურების და ვადების არცოდნაა - ზურაბ ძნელაშვილი

საგადასახადო დავების პროცესში მთავარი გამოწვევა პროცედურების და ვადების არცოდნაა - ზურაბ ძნელაშვილი

access_time2023-02-23 23:00:52

რადიო „კომერსანტის“ ეთერში გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ გადაცემის წამყვანმა - ადვოკატმა ნინო ლიპარტიამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველმა და საგადასახადო სამართლის სპეციალისტმა ზურაბ ძნელაშვილმა საგადასახადო დავების წარმოების ასპექტებზე ისაუბრეს.

 

როგორც გადაცემის სტუმარმა განაცხადა, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ამ პროცესში, დავათა სიმრავლე და ყოველწლიურად მზარდი ტენდენციაა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს დავის განმხილველი ორგანოს მიერ სანქციის პატიების მოლოდინი (Good Faith), ან დავის განმხილველი ორგანოების მიმართ მაღალი ნდობაც. მეორე და მთავარი გამოწვევა ზურაბ ძნელაშვილის თქმით, პროცედურების და ვადების არცოდნაა. გადასახადის გადამხდელებმა არ იციან როგორ დაიცვან თავი, როდის და რა წესით გაასაჩივრონ დავა და ხშირია ვადის „გაშვების“ შემთხვევები.

 

მისი თქმით, პრაქტიკიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებათა მხოლოდ 25% საჩივრდება და დავების საბჭოს მხოლოდ 20% მიდის სასამართლოში.

 

„როგორც წესი, როცა გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებას ან ქმედებას, მას აქვს უფლება, რომ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს. ასეთ დროს მთავარია გადასახადის გადამხდელმა და იურისტმა იცოდნენ, რომელი კანონმდებლობით იხილება საგადასახადო დავა. საგადასახადო კოდექსი თვითონ ითვალისწინებს საგადასახადო დავის წარმოების წესს, ასევე არის დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტი და ეს რეგლამენტი არეგულირებს ამ პროცედურებს. მთავარია, რომ გადასახადის გადამხდელმა დაიცვას გასაჩივრების ვადები. სხვა ყველაფერს ეშველება, ვადას თითქმის არ ეშველება,“ - განაცხადა ზურაბ ძნელაშვილმა.

 

მისი თქმით, ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელიც გადამხდელს რეალურ პერსპექტივას აკარგვინებს ვადის „გაშვებაა“. მერე ცდილობენ ვადის აღდგენას, მოჰყავთ ისეთი არგუმენტები, რომელიც არ ითვლება საპატიო მიზეზად და გამოუვალ მდგომარეობაში იგდებენ თავს.

 


„სადავო გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 კალენდარულ დღეში გადამხდელი ვალდებულია, რომ გაასაჩივროს გადაწყვეტილებას. ამ ვადის გასვლის შემდეგ, დავა არ განიხილება. თუ ვადა გადამხდელს შემთხვევით „გაექცა“, ვადის აღდგენას კანონმდებლობა ერთადერთ შემთხვევაში ითვალისწინებს - გადამხდელმა უნდა დაამტკიცოს, რომ ვადის „გაშვება“ მისგან დამოუკიდებელი მიზეზით მოხდა. დამოუკიდებელი მიზეზი შეიძლება იყოს „დაუძლეველი ძალა და სხვა საპატიო მიზეზი“, რაშიც იგულისხმება ავადმყოფობაც.

 

თუ გადასახადის გადამხდელმა ვადა „გაუშვა“, სადავო თანხის შემთხვევაში, ეს თანხები ითვლება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებად, მასზე დავა აღარ დაიშვება და იწყება გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებები. ყველაზე მსუბუქი უზრუნველყოფის ღონისძიება საგადასახადო გირავნობაა იპოთეკის უფლებით, რომელსაც არ სჭირდება აღიარებული დავალიანების არსებობა; უფრო მძიმე უზრუნველყოფის ღონისძიებებია ყადაღა და ქონების აუქციონზე რეალიზაცია. ამას უკვე აღიარებული დავალიანების არსებობა სჭირდება და ვადის გასვლა იწვევს ამ დავალიანების აღიარების“, - განაცხადა გადაცემის სტუმარმა.

 

ზურაბ ძნელაშვილის თქმით, კოდექსში გვაქვს ჩანაწერი, რომ საგადასახადო დავა იხილება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და სასამართლოში. დავის დაწყება სასამართლოში არ ხდება იმიტომ, რომ, ერთჯერადად მაინც, გადასახადის გადამხდელმა უნდა გამოიყენოს ადმინისტრაციულ ორგანოში საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა. დავა ყველა შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მიდის. ის 2-ეტაპიანია და როგორც წესი შემოსავლებს სამსახურში საჩივრის წარდგენით იწყება და შემდეგ შესაძლებელია დავის გაგრძელება ან სასამართლოში ან ფინანსთა სამინისტროში არსებულ დავების განხილვის საბჭოში,“ - განაცხადა ზურაბ ძნელაშვილმა.

 

საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს დავის პროცესში, სადავო თანხის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღის დადებას გადასახადის გადამხდელის როგორც საბანკო ანგარიშებზე, ისე ქონებაზე. საბანკო ანგარიშების ყადაღას სასამართლო დასტური სჭირდება და ძალზე იშვიათად გამოიყენება, თუმცა ქონების დაყადაღება ხშირია.

 

როგორც ზურაბ ძნელაშვილმა თქვა, სასამართლოში საგადასახადო დავის წარმოებას განსაკუთრებული წარმოება არ აქვს. გასათვალისწინებელია, რომ ამ დავებს იხილავს მხოლოდ თბილისის და ქუთაისის საქალაქო სასამართლოები. თუ არ დაკმაყოფილდა საჩივარი, მერე იწყება აღსრულების ღონისძიებები.

 

როგორც გაირკვა, საგადასახადო დავების დროს შესაძლებელია მხარეებს შორის მოხდეს შეთანხმება. რის შემდეგაც, დავა წყდება. ასეთ დროს პირი აცხადებს, რომ დავალიანების ნაწილს კონკრეტულ დროში გადაიხდის და დანარჩენი ნაწილი ეპატიება. ზურაბ ძნელაშვილის თქმით, პრაქტიკაში დავის გადაწყვეტის ეს მეთოდი ხშირია.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up