საგამოძიებო სამსახურის პროფესიული დღე

საგამოძიებო სამსახურის პროფესიული დღე

access_time2022-03-30 13:54:19

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პროფესიული დღე აღნიშნეს. საგამოძიებო სამსახურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა - ლაშა ხუციშვილმა გახსნა, რომელმაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა, უწყების განვლილი წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა და სამსახურის თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო  პანდემიის პირობებში საგამოძიებო სამსახურის შეუფერხებელი მუშაობა საფინანსო - ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. მხოლოდ 2021 წელს, სახელმწიფოს სასარგებლოდ მობილიზებულ იქნა 109 340 627 ლარი, რაც სამსახურის ფუნქციონირების მთელი პერიოდის მანძილზე რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა პროფესიონალიზმისა და მობილიზაციის გარეშე“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

სიტყვით გამოსვლისას ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საგამოძიებო სამსახურის უმნიშვნელოვანეს როლზე საფინანსო - ეკონომიკური  დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიმართულებით.  „მივესალმები საგამოძიებო სამსახურის აქტიურ კოორდინაციას აშშ-ისა და ევროკავშირის პარტნიორ უწყებებთან ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - სოსო რამიშვილმა,  ღონისძიების სტუმრებისთვის საგამოძიებო სამსახურის განვლილი წლის ანგარიშის წარდგენისას, ყურადღება გაამახვილა თანამშრომელთა თავდაუზოგავ შრომაზე, რამაც განაპირობა 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მობილიზებული  თანხების რეკორდული ოდენობა.

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს ფინანსთა მინისტრს თანადგომისთვის და აღნიშნა, რომ „უწყება კვლავ განაგრძობს აქტიურ მუშაობას კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემოს შენარჩუნებისა და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულების გამოვლენის მიმართულებით“.


 

 სოსო რამიშვილის განმარტებით „სამსახურის საქმიანობის პროგრესს გამართული შიდაუწყებრივი პოლიტიკა განაპირობებს, რომელიც თანამშრომელთა კვალიფიკაციას, მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მრავალწლიან გამოცდილებას ეფუძნება. ამის ნათელი მაგალითია 2021 წელს, თანამშრომელთა აქტიური ჩართულობა ონლაინ-ფორმატში გამართულ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტრენინგებში, სემინარებში, ფორუმებსა და კონფერენციებში. უწყება პროფესიულ დონეზე უზრუნველყოფს საგამოძიებო, ოპერატიულ-სამძებრო, ანალიტიკურ საქმიანობასა და რისკების სათანადო შეფასებას. ყოველივე ეს კი ხელს უწყობს დანაშაულის დროულ გამოვლენასა და ეფექტიანი გამოძიების წარმართვას“.

სამსახურის თანამშრომლებისთვის პროფესიული დღის მილოცვისას საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ - ვაჟა ფანოზიშვილმა, ყურადღება გაამახვილა პირადი შემადგენლობის მოტივაციის მნიშვნელობაზე. მისი თქმით „საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საგამოძიებო სამსახურის თითოეული თანამშრომლისთვის წარმოადგენს არა მხოლოდ კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციას, არამედ შეგნებულ არჩევანს - წვლილი შეიტანონ ჯანსაღი ბიზნესგარემოს ხელშეწყობის საქმეში. ეს პრინციპული არჩევანი განაპირობებს ჩვენი უწყების ეფექტიანობის დინამიურ ზრდასა და რწმენას, რომ 2022 წელს, საგამოძიებო სამსახური შეინარჩუნებს ამგვარ ტენდენციას“.

საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა - ლევან ძნელაძემ, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა 2021 წლის საანგარიშო პერიოდის სტატისტიკა და წარმატებული მუშაობის კონკრეტული მონაცემები გააცნო.

საგამოძიებო სამსახურის საიუბილეო ღონისძიებაზე, ფინანსთა მინისტრმა და საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისა და პროფესიონალიზმისთვის, სამსახურის თანამშრომლები ვადამდელი წოდებებით, მადლობის სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს.  





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up