თბილისში, შავთელის ქუჩაზე ხანძრის დროს არავინ დაშავებულა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით საქართველოს პირველ არხი ავრცელებს.
ხანძარი სასტუმრო „ამბასადორის“ კუთვნილი შენობის ბოლო სართულზე დაახლოებით ნახევარი საათის წინ გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, რომლებიც ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.