საგარეჯოში სპეცოპერაცია დასრულებულია, ბრალდებულმა  სავარაუდოდ თვითლიკვიდაცია განახორციელა - შს მინისტრი მომხდარის დეტალებზე

საგარეჯოში სპეცოპერაცია დასრულებულია, ბრალდებულმა სავარაუდოდ თვითლიკვიდაცია განახორციელა - შს მინისტრი მომხდარის დეტალებზე

access_time2023-01-20 06:10:08

საგარეჯოში სპეცოპერაცია დასრულებულია. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დაუსდასტურა. მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს გამნაღმველებმაც და ტერიტორია უსაფრთხოა.


 

მინისტრის განცხადებით, მომხდარის შედეგად, დაღუპულია ხუთი ადამიანი, დაჭრილთაგან ერთის მდგომარეობა კი მძიმეა.


 

„ძალიან მძიმე შემთხვევაა. ვუსამძიმრებ ოჯახებს. ხუთი ადამიანია გარდაცვლილი. სამწუხაროდ, ერთია ჩვენი თანამშრომელი. ხუთია დაჭრილი, ერთ-ერთი არის მძიმე, რომელსაც ოპერაცია უტარდება და ექიმები ჯერ ვერ გვეუბნებიან, რა დონის სიმძიმეა. არტერია აქვს დაზიანებული და ვერ გვეუბნებიან ზუსტად, გადარჩება თუ ვერა. ღმერთმა ქნას, გადარჩეს“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.


 

მისივე თქმით, ვერავინ ხსნის, რა მოხდა.


 

„მოქალაქემ სახლიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა. სახლში იმყოფებოდა მისი შვილი, სრულწლოვანი ბიჭი. სროლა დაიწყო აივნის ერთი მხრიდან, მერე მეორე მხრიდან. ამ ბავშვმა დატოვა შემდეგ სახლი, გამოვიდა. მერე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, მეორე მხრიდან გახსნა ცეცხლი და დაიჭრა ჩვენი თანამშრომელი. საავადმყოფოში გადაყვანის დროს დაიღუპა. ეს ვიცით ჯერჯერობით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.


 

მისივე თქმით, თავდასხმაში ბრალდებული პირი 2021 წლამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.



 

„ოპერატიულად რაც დაგვიდასტურეს, 2006 წლიდან მუშაობდა, 2021 წელს არის წამოსული. პირველადი ინფორმაციაა და დაზუსტებით ვერ გეტყვით. როგორც უკვე გვითხრეს, რომ 2021 წელს დატოვა სამხედრო სამსახური და წამოვიდა. ავღანეთშიც ნამყოფია, მისიაშიც, როგორც დაგვიდასტურეს და არავინ იცის, ჯერჯერობით ზუსტად“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.


 

მისივე თქმით, სპეცდანიშნულების რაზმს ბრალდებული გარდაცვლილი დახვდა.


 

„სპეცდანიშნულების რაზმი ჩამოვიდა, დაიწყო ღონისძიება, მოუწოდეს, რა თქმა უნდა, იგივე გასროლა გააკეთა. კარი რომ შეაღო სპეცდანიშნულების რაზმმა, გასროლის ხმა იყო. რომ შევიდნენ, საწოლზე იყო გადაწოლილი და ცეცხლსასროლი იარაღი გვერდზე ედო, რაც დააფიქსირეს, თავიდან სისხლი მოსდიოდა. იქვე იყო ხელყუმბარის რგოლები, რამდნიმე ცალი. შეიძლებოდა, ყოფილიყო დანაღმული, გამოვიძახეთ გამნაღმველები. ახლა დაამთავრეს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.


 

მინისტრის განცხადებით, მომხდარის შესახებ ვერაფერს ამბობს ბრალდებულის შვილი.


 

„შვილი ვერაფერს გვეუბნება. რომ გამოვედი გვამები იყო, გამოვიქეცი მეო, ვერაფერს გვეუბნება“, – დასძინა ვახტანგ გომელაურმა.


 

საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსის მაღალი სართულიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა.


 

ბოლო ინფორმაციით,  სროლის შედეგად, დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო დაჭრილია ხუთი პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ თვითლიკვიდაცია განახორციელა.





1tv.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up