საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა აპრილში, მარტთან შედარებით, 4%-ით არის გაზრდილი, წლიური ზრდა კი, 20%-ს აჭარბებს, ჯამში საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ $1,36 მლრდ–ს გადააჭარბა, გაზრდილია როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
სულ იანვარ-აპრილში სავაჭრო ბრუნვა $5.25 მლრდ–ს აღემატება, წლიურ ჭრილში ზრდა 33%-ს აჭარბებს.
აქედან, ექსპორტია $1.587 მლრდ (+32.8%), იმპორტი $3.665 მლრდ (+33.7%).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-აპრილში 2.077 მლრდ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6% შეადგინა.