საგარეო სექტორის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტურიზმის სექტორის აღდგენამ - ლაშა ხუციშვილი

საგარეო სექტორის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტურიზმის სექტორის აღდგენამ - ლაშა ხუციშვილი

access_time2023-03-23 13:20:43

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „მინისტრის საათის" ფორმატში, გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა. საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, სხვა საკითხებთან ერთად ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან მიღებულ შემოსავლებზე უსაბრა.

 

სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრი, ასევე, შეეხო ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან მიღებულ შემოსავლებს. მისი თქმით, 2022 წელს საგარეო სექტორის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტურიზმის სექტორის აღდგენამ.

 

ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა, გასულ წელს 3.5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. 2019 წელთან მიმართებით ტურიზმიდან ქვეყნის ეკონომიკაში მიღებული შემოსავლების აღდგენამ 107.6 პროცენტი შეადგინა.

 


„თუ ტურიზმის შემოსავლებიდან გამოვრიცხავთ რუსეთიდან და უკრაინიდან შემოსული ტურისტების თანხას, 2019 წელთან შედარებით, აღდგენის მაჩვენებელი 91,0 პროცენტს შეადგენს. მოსალოდნელია, რომ ტურიზმი წელსაც გააგრძელებს ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 

რაც შეეხება ფულად გზავნილებს - ფულადი გზავნილების  ზრდის ტემპმა განსაკუთრებით მოიმატა 2022 წელს. შემოდინება 2021 წელთან შედარებით, თითქმის ორჯერ გაიზარდა და 4.4 მლრდ დოლარს მიაღწია.

 

„თუმცა, ამ მხრივ, 2022 წელი თვისობრივადაც განსხვავებული იყო. რუსეთში დაწესებული კაპიტალის კონტროლის ღონისძიებების გამო, 2022 წელს ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკაში, აგრეთვე, მოხვდა ტურისტებისა და მიგრანტების მიერ სწრაფი ფულადი გადარიცხვის საშუალებით შემოტანილი თანხებიც, რომელიც რიგ შემთხვევაში, დაკავშირებული იყო საცხოვრებელი ადგილის ცვლილებასთან", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up