საგარეო ვალის მოცულობა შემცირდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო ვალი 2022 წლის 1-ლი აგვისტოს მონაცემებით, 7 784 144 000 დოლარს აღწევს, მაჩვენებელი ერთ თვეში 122 653 000 დოლარით არის შემცირებული, წლიურად კი - 218 352 000 დოლარით.
ქვეყნის ყველაზე მსხვილი კრედიტორები საერთაშორისო ბანკები არიან: აზიის განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, WBRD, ასევე მსოფლიო ბანკი და მის ჯგუფში შემავალი საერთაშორისო ორგანიზაციები.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გარდა ქვეყანას ორმხრივი კრედიტორი ქვეყნები ჰყავს, ასევე 500 მლნ-იანი ევრობონდები.
საშინაო ვალის ჩათვლით კი, სახელმწიფო ვალის მოცულობა 28 მლრდ ლარამდეა.