საგარეო ვალის მოცულობა შემცირდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო ვალი 2022 წლის 1-ლი სექტემბრის მონაცემებით, 7 691 795 000 დოლარს აღწევს, მაჩვენებელი წლიურად კი - 355 921 000 დოლარით არის შემცირებული. წინა თვესთან შედარებით კი საგარეო ვალი 92 349 000 დოლარით გაიზარდა.
ქვეყნის ყველაზე მსხვილი კრედიტორები საერთაშორისო ბანკები არიან: აზიის განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, EBRD, ასევე მსოფლიო ბანკი და მის ჯგუფში შემავალი საერთაშორისო ორგანიზაციები.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გარდა ქვეყანას ორმხრივი კრედიტორი ქვეყნები ჰყავს, ასევე 500 მლნ-იანი ევრობონდები.