საგარეო ვალის მოცულობა შემცირდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო ვალი 2022 წლის 1-ლი ოქტომბრის მონაცემებით, 7 575 698 000 დოლარია, მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 116 097 000 დოლარით არის შემცირებული.
შემცირებაა წლიურ ჭრილშიც, ვალი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 283 797 000 დოლარით არის შემცირებული.
ქვეყნის ყველაზე მსხვილი კრედიტორები საერთაშორისო ბანკები არიან: აზიის განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, EBRD, ასევე მსოფლიო ბანკი და მის ჯგუფში შემავალი საერთაშორისო ორგანიზაციები.