2023 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.436 მლრდ დოლარს, დაახლოებით 22.281 მლრდ ლარს (დღევანდელი კურსით) გადააჭარბა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 335.383 მლნ დოლარით მეტია.
2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, ვალის მოცულობა 8.345 მლრდ დოლარი იყო, ზრდა ერთ თვეში 91.248 მლნ დოლარია.
მიმდინარე წლის იანვრის მაჩვენებლებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB) — 2.094 მლრდ დოლარით, ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) — 938.938 მლნ დოლარით, განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) — 1.306 მლრდ დოლარით.
სამეულის გარდა, საქართველოს საფრანგეთის (AFD), გერმანიის (KFW), EBRD-ის, AIIB-ის, IMF-ის, იაპონიის, EU-ს, IFAD-ის, რუსეთის, ავსტრიის, ქუვეითის, აშშ-ს და სხვა ქვეყნების ვალი აქვს.