საგარეო ვალთან მიმართებაში ქვეყანას აქვს დიდი პროგრესი - მიმდინარე წელს საგარეო ვალი ჩამოსცდება 40%-იან ნიშნულს, - ამის შესახებ განცხადებას ფინანსთა მინისტრი აკეთებს. ლაშა ხუციშვილის თქმით, საგარეო ვალმა 60%-იან ნიშნულს გადააჭარბა და მიმდინარე წელს ის 20 პროცენტული პუნქტით შემცირდება.
„როგორც იცით, საგარეო ვალის მოცულობა, რომელმაც გადააჭარბა 60%-იან ნიშნულს, გასულ წელს და უკვე მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად მოხდა მისი შემცირება. მიმდინარე წელს საგარეო ვალი ჩამოსცდება 40%-იან ნიშნულს და დაახლოებით 39,5%-ის ფარგლებში იქნება. რაც შემცირება არის დაახლოებით 20 პროცენტული პუნქტით რაც ნიშნავს იმას, რომ მნიშვნელოვნად მოხდა ამ მიმართულებით კონსოლიდაცია“, - განაცხადა ხუციშვილმა.