საგაზაფხულო სამუშაოების ხარჯი გაორმაგდა, გლეხები სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერებს ითხოვენ

საგაზაფხულო სამუშაოების ხარჯი გაორმაგდა, გლეხები სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერებს ითხოვენ

access_time2022-03-28 13:00:22

საქართველოს რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოების სეზონი იწყება, მაგრამ დიზელის გაძვირების გამო ხალხი მიწის დამუშავებას ვერ ახერხებს. თუკი შარშან პანდემიის შიშით მიწების დიდი ნაწილი დამუშავდა, წელს გლეხებს საკარმიდამო ნაკვეთების დამუშავების შესაძლებლობაც არ აქვთ.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენს Telegram-ზე.


ასეთ ვითარებაში გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომას მკვიდრი დავით ბოლქვაძე გამოსავალს ვაუჩერიზაციის პროცესის დაწყებაში ხედავს. მინიმუმ კი, შეღავათიან სესხებზე ხელმისაწვდომობას ითხოვს, რომ ხალხმა სიმინდიც დათესოს და ციტრუსისა და თხილის მოვლაც შეძლოს.


გურული გლეხის ინფორმაციით,  3000  კვ/მ მიწის დამუშავებას შარშან, სულ მცირე,  500 ლარი დასჭირდა,  წელს ხარჯი 1000 ლარს გადააჭარბებს.

 


,,ძალიან მძიმე სიტუაციაა სოფლებში, ხალხს ელემენტარული საშუალება არ აქვს, რომ მიწა დაამუშაოს. დიზელი კატასტროფულად არის გაძვირებული, ასევე სასოფლო კულტურების მოვლის საშუალებები და სასუქი, რასაც ხალხი რეალურად ვერ გასწვდება.  მით უმეტეს, ახლა ციტრუსში შესატანია სასუქი, რომლის ფასმა 80 ლარს მიაღწია. შარშან ამ დროს 38 ლარი ღირდა. თხილსაც მოვლა უნდა, ჩაიზე არაფერს ვამბობ, 95%  განადგურებულია. რა სიტუაციასაც ვხედავთ, გლეხების  90% ვერ მოხნავს მიწას და ვერ დათესავს სიმინდს, ვერც ბოსტნეულს.  ხარჯი ორმაგდება, როგორც არასდროს, გაჩნდა ვაუჩერის აუცილებლობა, სულ მცირე, შეღავათიანი სესხები მაინც მოგვცენ, რომ  საგაზაფხულო სამუშაოებს მოვახმაროთ.  შარშან პანდემიის შიშით მიწების დიდი ნაწილი დამუშავდა,  წელს კი მოსახლეობის 90%  სამუშაოებს ვერ ჩაატარებს, არც ერთ შემთხვევაში ხალხს  ამის საშუალება არ აქვს“, - ამბობს დავით ბოლქვაძე ,,კომერსანტთან“.

 

მისი თქმით, დიდი ალბათობაა, რომ საგაზაფხულო სამუშაოების დაწყება გაჭიანურდეს. განსაკუთრებით კი სიმინდს ექმნება საფრთხე.

 

,,მაისში სიმინდი დათესილი უნდა იყოს, რომ დამტვერვა მოასწროს, მერე აზრს კარგავს. დროზე უნდა სოფელს შველა, ვაუჩერის გაცემა თუ დაგვიანდება. ისედაც უჭირდა ხალხს და ახლა განსაკუთრებით,  თუკი კითხავთ, თითქმის ყველა  მოსახლე გეტყვით, რომ მიწას ვერ დაამუშავებს.  დროზეა ზომები მისაღები, რომ ხალხი მშიერი არ დარჩეს“, - ამბობს გურული გლეხი.

 

ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის  ინფორმაციით, რუსეთ–უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე დიზელი დაახლოებით 90 თეთრით გაძვირდა და 4,25 ლარს მიაღწია.  


გარდა ამისა, ფასები მატულობს შხამ-ქიმიკატებზე, განსაკუთრებით კი სასუქი გაძვირდა.

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up