მცირე ფერმერების უმეტესობა მიწის დასამუშავებლად  50 წლის წინანდელ ტექნოლოგიას იყენებს

მცირე ფერმერების უმეტესობა მიწის დასამუშავებლად 50 წლის წინანდელ ტექნოლოგიას იყენებს

access_time2022-05-30 12:00:13

სურსათის უსაფრთხოების რისკის ფონზე, როცა მთელი მსოფლიო მოსავლიანობის შემცირების რისკებზე საუბრობს, საქართველოს რეგიონებში ხალხი მიწების დამუშავებას მამაპაპური მეთოდით ცდილობს. ამის მიზეზი  მექანიზაციის მაღალი ხარჯია, რის შესაძლებლობას ფერმერების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით მცირემიწიანები, მოკლებული არიან.


როგორც ჩანს, ამ მხრივ საგაზაფხულო სამუშაოებზე ფერმერთა ხელშემწყობი პროექტის გავლენაც ჯერჯერობით უმნიშვნელოა, მით უმეტეს, დახმარება გლეხების დიდ რაოდენობას ჯერ კიდევ არ მიუღია.


აჭარაში მცხოვრები აგროექსპერტი პაატა აროშიძე, რომელიც საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობას უშუალოდ აკვირდება, ,,კომერსანტთან“ ამბობს, რომ მოსახლეობა მიწების დამუშავებას მამაპისეული გუთნითა და კავით ცდილობს.


,,სოფლის მეურნეობის დიდი პრობლემაა ის, რომ ტექნოლოგია დაბალ დონეზეა. მოსავლის მოსაყვანად სოფლების მოსახლეობა იყენებს ისეთ მეთოდს, რომელიც 40-50 წლის წინ გამოიყენებოდა. შესაბამისად, დარგი დაბალგანვითარებადია. საგაზაფხულო სამუშაოებს რომ თვალყური მივადევნოთ, ბევრ ისეთ ოჯახს ვნახავთ, სადაც მიწები ძველი მეთოდით მუშავდება. ამასთან, ჩვენთან ახლა მიიღეს კანონი გენმოდიფიცირებული სათესლე პროდუქციასთან დაკავშირებით, რომლის შემოტანა დაუშვებელია. თუმცა დიდი ხნის განმავლობაში სწორედ ასეთ თესლი გამოიყენებოდა, რამაც გამოიწვია მოსავლის გაუარესება და ხარისხს თავისი დაღი დაასვა. ამასთან მიწები დანაწევრებულია და დიდ ეკონომიკურ ეფექტს ვერ იძლევა. საუკეთესო შემთხვევაში, გლეხს 3-4 ჰა მიწა შეიძლება ჰქონდეს, რაც წარმოების ზრდისთვის საკმარისი არ არის“, - ამბობს პაატა აროშიძე.



ექსპერტი ფიქრობს, რომ მთავრობის მხრიდან გაკეთებული ერთი შეხედვით დამაიმედებელი განცხადებების მიუხედავად, წელს მოსავლიანობის ზრდა სერიოზულ გამოწვევად დარჩება.


,,ხვნა-თესვისთვის საჭირო ტექნიკაზე მუნიციპალიტეტს და დაინტერესებულ პირებსაც ფიზიკურად მარტივად მიუწვდება  ხელი, მაგრამ დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული. ტექნიკის დაქირავებასთან ერთად, საწვავის ფასი ცალკე დიდი პრობლემაა. ამიტომ ურჩევნიათ, მიწა  სახნისით დაამუშაონ და ხშირად ოჯახის სამყოფ მოსავალსაც ვერ იღებენ.  ნამატი პროდუქცია არ იქმნება. გლეხი კმაყოფილია იმით, რა მოსავალიც  მოჰყავს და მცირედსაც ბაზარზე გაყიდის, მაგრამ მას მეტი ინტერესი არ აქვს. 1 ჰა მიწის დამუშავება გლეხს თუ 500 ლარი დაუჯდება, რა რაოდენობის პროდუქცია უნდა მოიწიოს მან, რომ უღირდეს შრომა. ჩვენი პრობლემა სურსათის რაოდენობა და ხარისხია. სიძვირის გამო პროდუქტის შესაწამლად შხამ-ქიმიკატებს სავარაუდოდ ნაკლებად გამოიყენებენ, რაც ნატურალური მეურნეობისთვის კარგიცაა, მაგრამ მოსავალს მცირე რაოდენობას მივიღებთ“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ პაატა აროშიძე.


რაც შეეხება მთავრობის მხრიდან დახმარებას, როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 10 მაისიდან, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა” ამოქმედდა. პროგრამის ბიუჯეტი 35 მლნ ლარია.

 

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აგროქულები ჯერჯერობით 200 ათასამდე ფერმერს  დაერიცხა.


დარიცხული სუბსიდიის ოდენობა შეადგენს 3,480,345 ლარს, საიდანაც სპეციალიზირებულ სავაჭრო ობიექტებში უკვე განაღდებულია 1,157,644 ლარი.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up