აგრარულ სექტორში მუშახელის მწვავე დეფიციტია

აგრარულ სექტორში მუშახელის მწვავე დეფიციტია

access_time2022-05-31 13:00:14

საგაზაფხულო სამუშაოები ბოლო ფაზაშია, თუმცა წელს გაწეული სამუშაოების ხარისხი მკვეთრად გაუარესებულია. ამის ერთ-ერთ მიზეზად მუშახელის ნაკლებობა მიიჩნევა. როგორც აგრარული სფეროს ექსპერტი პაატა აროშიძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, შრომისუნარიანი ადამიანების დიდი დეფიციტია, რაც შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და მოცულობაზე უარყოფითად მოქმედებს.


,,პანდემიის საწყის ეტაპზე, როცა ვირუსის შიშით ქალაქში ემიგრირებული მოსახლეობის ნაწილი სოფლებს დაუბრუნდა, ბევრს ეგონა, რომ დარჩებოდნენ ხანგრძლივ პერიოდში და მიწებს დაამუშავებდნენ, ასე არ მოხდა. როგორც კი პანდემია შემსუბუქდა ან ადამიანები შეეჩვივნენ ვირუსთან თანაცხოვრებას, ისინი ძველ საცხოვრებელ ადგილებს დაუბრუნდნენ. ახლაც დაახლოებით იგივე სიტუაციაა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული აგრარული პროექტები ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე თუ  სოფლის განვითარების სააგენტოს დონეზე, ნამდვილად იგრძნობა მუშა ხელის ნაკლებობა. ახალგაზრდების ძირითადი ნაწილი ურბანულ ტერიტორიებზე ცხოვრობს. ისინი იშვიათად ჩადიან სოფლებში და შესაბამისად არც მუშაობა უნდათ.  მუშახელის სიმცირეს არა მხოლოდ ფერმერული მეურნეობების წარმომადგენლები ადასტურებენ, არამედ მსხვილ სამეწარმეო კომპანიებშიც ამ მხრივ დიდი პრობლემაა“, - აცხადებს აროშიძე.


მისი თქმით, ადამიანებს ურჩევნიათ დაკავდნენ ქვეყნის გარეთ სეზონურ სამუშაოებზე და შესაძლებლობის შემთხვევაში, ქვეყნის გარეთ დარჩენასაც ახერხებენ. მათ არჩევანს ძირითადად შრომის ანაზღაურების სიდიდე განაპირობებს.



,,მუშახელის დეფიციტია ბევრ სფეროში, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობა. ვცხოვრობთ იმ გარდაუვალ მოცემულობაში, როცა სურსათი ძვირდება, მსოფლიო ბაზარი არასტაბილურია, რა დროსაც ადგილობრივ ბაზარზე უნდა ვაკეთებდეთ აქცენტს. ეს უკვე სერიოზულად გვიჭირს, ვინაიდან ძალიან მცირეა მოსავლიანობა. ახალგაზრდები ძირითადად ქვეყნის გარეთ არიან, სოფლებში 55 წელს და მეტი ასაკის მოსახლეობაა დარჩენილი. აქტიური შრომის ძალა შეიძლება აღრიცხულია, მაგრამ შრომის ბაზარს აკლდება, რაც საკმაოდ დიდი პრობლემაა. მიწას დაამუშავებ, რაღაც გამოსავალს ნახავ, მაგრამ აქედან წასულ ადამიანს ადვილად ვერ დააბრუნებ. მუშახელი რომ ჩავანაცვლოთ, აუცილებელია მაქსიმალურად დამუშავდეს მიწები და მოთხოვნა გაჩნდეს. მეორე მხარეა, შეძლებს თუ არა ქართველი ფერმერი ადგილობრივ მუშახელს გადაუხადოს იმდენი, რამდენსაც ჩვენი თანამემამულეები თურქეთში იღებენ. ძალიან კარგი იქნება, თუკი ქართველებს სხვა ქვეყნებში დასაქმება მონური პირობის ხარჯზე არ მოუწევთ, მაგრამ ამის რესურსს ჯერჯერობით ვერ ვხედავ“, - ამბობს აროშიძე.


რაც შეეხება დღიური შრომის ანაზღაურებას, საქართველოში 50-70 ლარის ფარგლებში მერყეობს. 


სპეციალისტების გათვლით, 3 ტონა მოსავლის მისაღებად შინამეურნეობების მიერ გაწეული ხარჯი 900-დან 1000 ლარამდეა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up