საჰაერო სატვირთო გადაზიდვები 19%-ით შემცირდა - რა მიზეზებზე საუბრობენ ლოჯისტიკის სექტორში

საჰაერო სატვირთო გადაზიდვები 19%-ით შემცირდა - რა მიზეზებზე საუბრობენ ლოჯისტიკის სექტორში

access_time2023-03-15 22:00:33

2023 წლის იანვარ-თებერვალში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 19,52%-ით შემცირდა.


„კომერსანტი“ დაინტერესდა, თუ რას უკავშირდება საჰაერო სატვირთო გადაზიდვების შემცირება. როგორც კომპანია „სქაი ლოჯისთიქსში“ განაცხადეს, საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კლება ძირითადად ჩინეთიდან ტვირთნაკადის შემცირებას უკავშირდება.


„საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მოცულობის კლება პირველ რიგში უკავშირდება მსოფლიოში არსებულ ვითარებას. ბოლო პერიოდში მთელს მსოფლიოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხით კრიზისი შეინიშნება. თუმცა ამ შემთხვევაში საქართველოს თავისი მიზეზები აქვს და მთელს მსოფლიოს თავისი. საქართველოში კლება ძირითადად ჩინეთიდან გადაზიდვების შემცირების ხარჯზეა. ეს დამოკიდებულია ომზე, გადარიცხვებზე, ზოგადად კრიზისია - პოსტკოვიდური კრიზისი ისევ გრძელდება. პლუს ამას ემატება სეზონურობა, იანვარში ჩინეთში 2 კვირა დასვენების დღეები იყო, რუსეთ-უკრაინის გამო დაწესებული სანქციები და ეს ყველაფერი ჩინეთიდან გადაზიდვებზე პოვებს ასახვას. ასევე პრობლემას ქმნის ჩინეთში გადარიცხვები, რაც ახალი შეკვეთების გაკეთების პრობლემებსაც ქმნის.


ევროპა და ამერიკა ისევ ისე მუშაობს, არ შემცირებულა ამ ქვეყნებიდან გადაზიდვებზე მოთხოვნა და კლება შეეხება ძირითადად ჩინეთს.



აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩინეთიდან გადაზიდვების დიდი ნაწილი მოდიოდა საფოსტო გადაზიდვებზე, თუმცა ბოლო პერიოდში სახეზეა თურქულ ონლაინ საიტებიდან მოთხოვნილების ზრდა, რადგანაც თურქეთიდან ტრანსპორტირება უფრო იაფად ხდება. ამანაც ასახვა პოვა ჩინეთიდან გადაზიდვების მოცულობაზე. ჩვენც ჩამოგვაქვს ჩინეთიდან ასეთი ტვირთები და დაახლოებით 30%-იანი შემცირებაა. ეს კი პირდაპირ აისახება მთლიან მოცულობაზე.


სეზონურობაც თავის კვალს ტოვებს, იანვარი და თებერვალი არააქტიური პერიოდია. მარტიც იგივე დონეზე იქნება, ხოლო აპრილის მეორე ნახევრიდან და მაისიდან უფრო მეტი აქტივობა დაიწყება“, - განმარტავენ „სქაი ლოჯისთიქსში“.


სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2023 წლის იანვარ-თებერვალში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 2 507,126 ტონა შეადგინა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3 115,126 ტონა. შესაბამისად კლება 19,52%-ია.


2023 წლის იანვარ-თებერვლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის იანვარ-თებერვალში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით კლება 25,19%-ია. 2019 წელს იანვარ-თებერვალში აეროპორტი 3 351,154 ტონა ტვირთს მოემსახურა.


2020 წლის იანვარ-თებერვალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 2 736,265 ტონა ტვირთი გაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წლის იანვარ-თებერვალში 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვის 8,37%-იანი კლება დაფიქსირდა. რაც შეეხება 2023 იანვრ-თებერვლის მაჩვენებლების შედარებას 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან კლება 5,57%-ია. 2021 წელს იანვარ-თებერვალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 2 655,011 ტონა ტვირთი გაატარა.


შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up