2022 წლის იანვარ-ნოემბერში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 0,88%-ით შემცირდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 11 თვეში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 16 014,593 ტონა შეადგინა, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში კი 16 157,109 ტონა. შესაბამისად კლება 0,88%-ია.
2022 წლის იანვარ-ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის იანვარ-ნოემბერში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით კლება 29,41%-ია. 2019 წლის იანვარ-ნოემბერში აეროპორტი 22 686,677 ტონა ტვირთს მოემსახურა.
2020 წლის იანვარ-ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 18 037,047 ტონა ტვირთი გაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წლის იანვარ-ნოემბერში 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვის 11,21%-იანი კლება დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.