საიდან გაჩნდა კორონავირუსი, ანუ რაში სჭირდება ჩინეთს გამოგონილი შვეიცარიელი მეცნიერი

საიდან გაჩნდა კორონავირუსი, ანუ რაში სჭირდება ჩინეთს გამოგონილი შვეიცარიელი მეცნიერი

access_time2021-08-14 10:00:53

ნეიტრალიტეტი, საიმედოობა და კორექტულობა – შვეიცარია ამ სამ გაგებასთან ასოცირდება მსოფლიოს მოსახლეობაში. ხოლო შვეიცარიელი მეცნიერები ბევრისთვის ამ თვისებების მატარებელი ცოცხალი მაგალითები არიან. ასე რომ, Facebook–ზე ბერნის უნივერსიტეტის მეცნიერის უილსონ ედვარდსის მიერ გამოქვეყნებული პოსტი, სადაც ის აშშ–სა და ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან კორონავირუსის წარმომავლობის დადგენაზე მომუშავე მისი კოლეგა–მეცნიერების დაშინებაზე წერს, სრულად დამაჯერებლად გამოიყურება.


შვეიცარიელ ბლოგერს ფართოდ ციტირებდა ჩინეთის სახელმწფიო მედია და ინტერნეტ–პლატფორმები: ის ხომ ადასტურებდა ოფიციალური პეკინის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ყველა ვერსია კორონავირუსის ვუჰანის ლაბორატორიაში შექმნის შესახებ არის აშშ–ის მხრიდან გავრცელებული ჭორი, რასაც სამეცნიერო მტკიცებულებები არ გააჩნია.


ბერნელი მეცნიერის გამონათქვამებზე დაყრდნობით ჩინური მედია ამერიკელების ვარაუდებს, თითქოს კორონავირუსი ხელოვნურად შეიქმნა, ფეიკ ნიუსების და პროპაგანდის კლასიკურ მაგალითს უწოდებს.


უილსონ ედვარდსს კი მადლობას უხდიდნენ მეცნიერულად დასაბუთებული განმარტებებისთვის და აღფრთოვანებაში მოდიოდნენ მისი პატიოსნებით და ვაჟკაცობით „ალტერნატიული ფაქტების“ გაქარწყლებისთვის.

 

ჩინეთში შვეიცარიის საელჩო უილსონ ედვარდსს ეძებს

 

10 აგვისტოს შვეიცარიის საელჩომ პეკინში, რომელიც იუმორის გრძნობით საერთოდ არ გამოირჩევა, Twitter–სა და მის ჩინურ ანალოგზე Weibo შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „უილსონ ედვარდს, თუ თქვენ ნამდვილად არსებობთ, მოხარული ვიქნებით თქვენი გაცნობით“.



შემდგომი ძიებით დადგინდა, რომ შვეიცარიაში ამ სახელითა და გვარით არც ერთი ადამიანი არ არის დარეგისტრირებული და არც ერთი სამეცნიერო ნაშრომი არ გამოქვეყნებულა. შვეიცარიის საელჩომ ჩინური მედიისგან არარსებული ბერნელი მეცნიერის შესახებ დაწერილი ყველა მასალის წაშლას ითხოვს.  


ამის შემდეგ სახელმწიფო მედიასაშუალებიდან „სინხუა“ და ინგლისურეროვან ინტერნეტგამოცემებზე "China Daily" და "Global Times" მასალები წაიშალა. Facebook–დან გაქრა ვინმე უილსონ ედვარდსის გვერდიც, რომელიც, დიდი ალბათობით, ერთი „მამხილებელი“ პოსტის გამო შეიქმნა. ჩინურენოვანი მედია, რომელიც დასავლელ კოლეგებს ფეიკ ნიუსების გავრცელებაში მუდმივად ადანაშაულებენ, არ ჩქარობენ ბერნელი „მეცნიერის“ მოსაზრებების წაშლას. ზოგიერთ საიტზე დღესაც იკითხება არარსებული ექსპერტის ციტატები.

 

ფეიკ საიტები ჩინური პროპაგანდისთვის


სულ ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ Centre for Information Resilience ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის ფარგლებშიც 350–ზე მეტი ყალბი პროფილი აღმოაჩინეს სოცქსელებში, რომლებიც ჩინეთის ხელისუფლების პროპაგანდას ავრცელებდნენ.


კვლევის ავტორებმა აღმოაჩინეს თემები კორონავირუსზე, სინცზიანში ადამიანის უფლებების დარღვევაზე და რასიზმზე. ამ პოსტების მიზანი იყო დისკუსიის პეკინისთვის სასურველ კალაპოტში მოქცევა და დასავლეთის ქვეყნების მთავრობების დისკრედიტაცია, ნათქვამია კვლევაში.


უილსონ ედვარდსის შემთხვევა ნათლვად გვიჩვენებს, თუ რამდენად პოლიტიზირებული გახდა კორონავირუსის წარმომავლობის დადგენის მცდელობები – განსაკუთრებით ჩინეთისთვის. აშშ და ჯანმო კვლავაც არ ამბობენ უარს SARS-CoV-2–ის ლაბორატორიული წარმოშობის თეორიაზე. ვიდრე ეს ვერსია ძალაშია, პეკინი ყველა გამოძიებაში მონაწილეობაზე ამბობს უარს.


DW.DE




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up