საიდან გაჩნდა „ომიკრონი“ - რა კავშირი აქვს მას ვუჰანსა და ცხოველებთან?

საიდან გაჩნდა „ომიკრონი“ - რა კავშირი აქვს მას ვუჰანსა და ცხოველებთან?

access_time2021-12-21 00:00:00

არსებობს მოსაზრება, რომ “ომიკრონის“ ანალიზმა შეიძლება დღეისათვის ყველაზე აქტუალურ კითხვებს გასცეს პასუხი. რამდენ ხანს გაგრძელდება პანდემია, სად შეიძლება გამოჩნდეს კორონავირუსის მორიგი ახალი შტამები და ვინ ავრცელებს მათ? ამასთან დაკავშირებით სამი თეორია დომინირებს. Deutsche Welle-მ თითოეული მათგანი გაგვაცნო.



რა ხდება?


მეცნიერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებენ პასუხს კითხვაზე, თუ სად და როგორ გაჩნდა კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ და რა თვისებები აქვს მას. ბოლოს და ბოლოს, ყველანი ვსაუბრობთ, როდის დასრულდება პანდემია და როგორ დავიცვათ თავი COVID-19-ის ახალი მუტაციებისგან.



იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსის ამ ახალი ვარიანტის შესახებ ბევრი მონაცემი არ არის, ერთი რამ ცხადია: „ომიკრონი“ საშიშია! სპაიკ-ცილაში განხორციელებული თითქმის 50 მუტაციის გამო, რომელთა მეშვეობითაც ინფექცია ადამიანის უჯრედში აღწევს, „ომიკრონს“ შეუძლია კორონავირუსის ვაქცინების მიერ ჩამოყალიბებულ დაცვით სისტემას გვერდი აუაროს, რადგან ანტისხეულები მას ყოველთვის ვერ ცნობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შტამით შეიძლება აცრილებიც დაავადდნენ და მან ინფექციის მძიმე მიმდინარეობა გამოიწვიოს. გარდა ამისა, კორონავირუსის ახალი ვარიანტი უფრო გადამდებია, რამაც შესაძლოა მოკლე დროში ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი გამოიწვიოს. ამ კვირაში ცნობილი გახდა პირველი პაციენტების შესახებ, რომლებიც „ომიკრონის“ შტამით საავადმყოფოში მოხვდნენ, დიდ ბრიტანეთში კი გარდაცვალების პირველი შემთხვევაც დაფიქსირდა.



როგორია „ომიკრონთან“ დაკავშირებული პროგნოზები?


„ომიკრონი“ უკვე მთელ მსოფლიოში გავრცელდა და შესაძლოა, მან „დელტა“ შტამი ჩაანაცვლოს. მეცნიერთა აზრით, მოვლენების ასეთი განვითარება აჩვენებს, რომ უახლოეს მომავალში კორონავირუსისგან გათავისუფლება, სავარაუდოდ, შეუძლებელი იქნება. დიდი ალბათობით, ის ენდემური გახდება. ეს იმას ნიშნავს, რომ პანდემია არ მოიცავს მთელ მსოფლიოს, მაგრამ გამოჩნდება ტალღების სახით გარკვეულ ადგილზე და გარკვეულ დროს. მაგალითად, სეზონების მიხედვით, როგორც ზამთარში გრიპის ვირუსი. ამ ფონზე აშკარაა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, მათ შორის - ბუსტერ დოზა.



უფრო გადამდები შტამის, „ომიკრონის“ გაჩენა მეცნიერებში დიდ ინტერესს იწვევს, რადგან ის არის არა პირვანდელი ვერსიის მუტაცია, არამედ სავარაუდოდ, წარმოიშვა ან განვითარდა „ალფა“, „ბეტა“, „გამა“ და „დელტა“ ვარიანტების პარალელურად. იმის გამო, რომ „ომიკრონი“ ძალიან განსხვავდება ვირუსის სხვა შტამებისგან, რთული სათქმელია, თუ როგორია მისი მონათესავე ვირუსები, - ამბობს ბერნის უნივერსიტეტის ვირუსოლოგი ემა ჰოდკროფტი.



საიდან გაჩნდა „ომიკრონი“?



მეცნიერებს აქვთ სამი სავარაუდო თეორია იმის შესახებ, თუ სად შეიძლებოდა გაჩენილიყო „ომიკრონი“ და მისი წინამორბედები. პირველი თეორიის თანახმად, შესაძლოა, ის ჩამოყალიბდა იზოლირებულ პოპულაციაში, სადაც ვირუსი დიდი ხნის განმავლობაში ცირკულირებდა, ბევრი შეუმჩნევლად დაინფიცირდა და გამოჯანმრთელდა კიდეც ისე, რომ ტესტებმა ეს არ აჩვენა.



ამ თეორიას მხარს უჭერს ბერლინის Charité-ის მთავარი ვირუსოლოგი ქრისტიან დროსტენი. ჟურნალ Science-თან ინტერვიუში მან განაცხადა: ”ჩემი მოსაზრება გამომდინარეობს იქიდან, რომ „ომიკრონი“ არ გაჩენილა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც ის გამოვლინდა. ვფიქრობ, ეს ახალი შტამი ჩამოყალიბდა სადღაც სამხრეთ აფრიკაში, ვირუსის ზამთრის ტალღის დროს. იქ დიდი ხნის განმავლობაში იყო ინფიცირების ბევრი შემთხვევა, ვირუსის განვითარებისთვის კი აუცილებელია კოლოსალური ევოლუციური ზეწოლა“.




ამ თეორიას არადამაჯერებლად მიიჩნევს ედინბურგის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ენდრიუ რემბაუტი. ”დარწმუნებული არ ვარ, მსოფლიოში არსებობს ადგილი, რომელიც იმდენად იზოლირებულია, რომ არსებობს ალბათობა, ვირუსის ეს ვარიანტი დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ იქ ყოფილიყო და დედამიწის სხვა წერტილში არ გამოვლენილიყო“.



მეორე თეორიის მიხედვით, „ომიკრონი“ შეიძლება წარმოქმნილიყო ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანში, რომელიც შემდეგ COVID-19-ით დაინფიცირდა. ალბათ ეს იქნებოდა ისეთი ვინმე, ვისაც სხვა დაავადებებისა და მედიკამენტების გამო იმუნური რეაქცია დასუსტებული ჰქონდა. მაგალითად, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო კიბოთი ან აივ/შიდსით დაავადებული პაციენტი. დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები კორონავირუსს უფრო დიდხანს ებრძვიან. შესაბამისად, მას აქვს დრო, მუტაცია განიცადოს და ჩამოაყალიბოს ისეთი შტამი, რომელსაც ორგანიზმის იმუნური პასუხის გვერდის ავლა შეუძლია.



ამ თეორიას მხარს უჭერს კვაზულუ-ნატალის უნივერსიტეტის წარმომადგენელი რიჩარდ ლესელსი. მას მაგალითად მოჰყავს ახალგაზრდა სამხრეთ აფრიკელი ქალი, რომელსაც შიდსი ჰქონდა. ის 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში კორონავირუსის მატარებელი იყო. მას და სხვა პაციენტებს, რომელთაც ინფექცია რამდენიმე კვირას ან თვეს გაუგრძელდათ, „ომიკრონისთვის“ დამახასიათებელი მუტაციები აღმოაჩნდათ.



იმავდროულად, ქრისტიან დროსტენი არ ეთანხმება ამ თეორიას და მიიჩნევს, რომ ასეთ ადამიანებს შეიძლება განუვითარდეთ ვირუსის ახალი ვარიანტი, რომელსაც შეუძლია იმუნური სისტემის გვერდის ავლა, მაგრამ უნარი, ეს ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გაავრცელონ, შემცირებულია. მაშინ როდესაც, „ომიკრონი“, სხვა შტამებთან შედარებით, უფრო გადამდებია.



იმოქმედეს თუ არა ცხოველებმა „ომიკრონის“ წარმოქმნაზე?


„ომიკრონის“ წარმოშობის მესამე თეორია არის ის, რომ ვირუსი შეიძლება რომელიმე ცხოველის სხეულში გაჩნდა, შემდეგ მუტაცია განიცადა და ადამიანებს „ომიკრონის“ ვარიანტის სახით გადაეცა. ამ თეორიას მხარს უჭერენ Scripps Research-ის ინფექციური დაავადებების მკვლევარი ქრისტიან ანდერსენი და არიზონას უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგი მაიკ ვორობეი.



ამ თეორიის სასარგებლო არგუმენტი არის არსებული მტკიცებულება იმისა, რომ ზოგიერთი ცხოველი შეიძლება კორონავირუსით დაინფიცირდეს. ეს არის მიზეზი იმისა, რომ მეცნიერთა უმეტესობა, ორი წლის წინ ვუჰანში ვირუსის აფეთქების დროს, კორონავირუსის ცხოველურ წარმომავლობაზე საუბრობდა.



2020 წელს დანიაში ბევრი წაულა განადგურდა, რადგან მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ეს ცხოველები კოროვირუსის მუტაციური ვარიანტების მატარებლები არიან. ვეტერინარები კი ვარაუდობენ, რომ კვერნა ამ ვირუსით ადამიანისგან დაინფიცირდა. სავარაუდოა, რომ ამ ცხოველებს შეუძლიათ ადამიანებს კორონავირუსის მუტაციური ვერსიები გადასდონ. კიდევ ერთი არგუმენტი ამ თეორიის სასარგებლოდ არის ის, რომ ცხოველის სხეულში არსებული ვირუსი იწვევს სხვა ევოლუციურ ცვლილებებს, რაც „ომიკრონის“ ახალ მუტაციებს ხსნის.



imedinews.ge



თეგები:
„ომიკრონი“



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up