საიდან მოდის საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვის ბრალდება და რისთვის ემზადება პუტინი?

საიდან მოდის საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვის ბრალდება და რისთვის ემზადება პუტინი?

access_time2022-04-14 22:20:52

რუსეთი უკრაინას ბრიანსკის რეგიონში საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვაში ადანაშაულებს, რამაც თითქოს რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ერთი ბავშვის დაშავება გამოუწვია. კიევი ბრალდებებს უარყოფს. უკრაინულმა დაზვერვამ წინა დღეებში გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც რუსეთში ანტიუკრაინული ისტერიის გაღვივებისთვის ტერაქტების სერია იყო დაგეგმილი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, უკრაინას კიევში „გადაწყვეტილებების ცენტრების“ დაბომბვით უკვე დაემუქრა. არსებობს ვარაუდი, რომ პუტინი საყოველთაო მობილიზებისთვის ნიადაგს ამზადებს.


ომის მსვლელობისას უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე საპასუხო დარტყმები სულ რამდენჯერმე განახორციელა. პირველად ეს იყო 25 თებერვალს, რა დროსაც როსტოვის აეროდრომზე სარაკეტო იერიშს SU 30-ის ტიპის თვითმფრინავი ემსხვერპლა. შემდეგ მარტში, ბელგოროდის იარაღის საწყობი გაანადგურა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი 1-ლი აპრილის ოპერაცია გახდა, რა დროსაც ორმა შვეულმფრენმა საწვავის 8 რეზერვუარი ააფეთქა და ოკუპანტი ქვეყანა 21 მლნ ლიტრი საწვავით აზარალა. ქმედება პილოტებისგან გამბედაობასა და უმაღლეს პროფესიონალიზმს მოითხოვდა, მათ 30-50 მეტრის სიმაღლეზე მოუწიათ ფრენა.


ოფიციალურად კიევს არც ეს ფაქტები დაუდასტურებია. სამხედრო ჟურნალისტი და ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი თავის ბლოგში ამ არ დადასტურების მიზეზს, სწორედ იმით განმარტავს, რომ აღნიშნული შესაძლოა პუტინმა პროპაგანდისტული მიზნებით, ფართომასშტაბიანი მობილიზებისთვის გამოიყენოს.


სამხედრო აეროდრომიც, იარაღის საწყობიცა და ამ შემთხვევაში საწვავის რეზერვუარებიც სამხედრო ობიექტებს წარმოადგენდა, რისი განადგურებაც ომში დაშვებული და ლოგიკურია, მაგრამ რაში უნდა დასჭირვებოდა კიევს საცხოვრებელ კორპუსებზე თავდასხმა? უკრაინას დასაკარგი არც პილოტები ჰყავს, არც შვეულმფრენები, არც რაკეტები და არც საწვავი. იმ დროს, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო რუსეთის სამხედრო დანაშაულებზე ლაპარაკობს და ბუჩას ხოცვა-ჟლეტას აშშ-ის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები გენოციდად რაცხავენ, უკრაინის მხრიდან საცხოვრებელ კორპუსზე იერიშის მიტანა ყოველგვარ საღ აზრს სცდება.



ის რაზეც უკრაინის დაზვერვა საუბრობდა, მსოფლიოსთვის რუსეთისგან სიახლე არ უნდა იყოს. 1939 წელს სტალინის ბრძანებით საბჭოთა მესაზღვრეები დახოცეს, რაც პირველივე წუთიდან ფინეთს დაჰბრალდა. „ზამთრის ომი“ რუსეთისთვის საამაყო გასახსენებელი ნამდვილად არ უნდა იყოს. მოსკოვმა მართალია ფინეთს ტერიტორიის 11% წაართვა, მაგრამ მთელი ქვეყნის დაპყრობა ვერ შეძლო. ფინეთის დაცვას 25 000 ჯარისკაცი შეეწირა, საბჭოთა მხრიდან მსხვერპლმა 160 000-ს გადააჭარბა. ომის დაწყებამდე სხვაობა შეიარაღებაში კიდევ უფრო კოლოსალური იყო. 60 წლის შემდეგ პუტინმა, რუსეთზე ზუსტად 1000-ჯერ პატარა იჩქერიის რესპუბლიკაში (ჩეჩნეთში) შესაჭრელად საბაბის მოსაძებნად საცხოვრებელი კორპუსების აფეთქება მოიფიქრა, ტერაქტების სერიას 307 ადამიანი ემსხვერპლა 1000-ზე მეტი კი დაშავდა. ახლაც 2022 წლის თებერვალშიც, ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ჯერ ავტომობილი აფეთქდა, შემდეგ გაზსადენი, რაც ცხადია ოფიციალურ კიევს დაჰბრალდა.


პუტინისთვის 9 მაისამდე, თუნდაც მცირე გამარჯვება ნებისმიერ ფასად მისაღებია. მან არათუ კიევი, ალყაში მოქცეული მარიუპოლიც კი ვერ აიღო. მისმა მუქარამაც ნელ-ნელა ეფექტი დაკარგა. რუსეთის დიქტატორმა ომი დაწყებისთანავე განაცხადა, რომ ანანებდა ყველას, ვინც კი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციის“ ჩატარებაში ხელს შეუშლიდა. ჯაველინებისა და სტინგერების შემდეგ, უკრაინას უკვე ტანკებს, შორ მანძილზე მსროლელ არტილერიასა და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს აწვდიან, რასაც პუტინი ჯერჯერობით მხოლოდ მუქარით პასუხობს. NATO-ს წევრი ქვეყნების კოლონის დაბომბვა კი სიტყვებად რჩება.


რას იზამს პუტინი ძნელი სათქმელია. ცოტა ხნით ადრე კიევის აღების მცდელობაც წარმოუდგენლად მიიჩნეოდა, მაგრამ 24 თებერვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. რას გულისხმობენ მოსკოვში „გადაწყვეტილებების ცენტრებში“ გენშტაბ თუ სამთავრობო შენობებს უცნობია. უახლოეს დღეებში სამიზნეებად შესაძლოა სამთავრობო შენობები იქცნენ, რასაც სამხედროზე მეტად პოლიტიკური დატვირთვა უფრო ექნება.


კიდევ ერთ ინტრიგად რჩება კითხვა - გამოცხადდება თუ არა საყოველთაო მობილიზაცია. პუტინი არ მალავს, რომ საბჭოთა იმპერიის აღდგენა სურს, მაგრამ სურვილები შესაძლებლობებს არ შეესაბამება. სანქციების გამო რუსეთს ახალი თანამედროვე იარაღის წარმოება აღარ შეუძლია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარება კი ყოველდღიურად იზრდება.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up