2023 წლის იანვარში ქვეყანაში 173%-ით მეტი გაზეთის ქაღალდი შემოვიდა, ვიდრე 2022 წლის იანვარში. საქსტატის ინფორმაციის მიხედვით, 2023 წლის იანვარში საქართველოში 189.48 ტონა გაზეთის ქაღალდის (რულონებად ან ფურცლებად) იმპორტი დაფიქსირდა, 2022 წლის იანვარში კი 69.34 ტონის. მიმდინარე წლის იანვარში იმპორტირებული გაზეთის ქაღალდის საერთო ღირებულებამ 127.77 ათასი დოლარი შეადგინა, ხოლო გასული წლის იანვარში ქვეყანაში შემოტანილი გაზეთის ქაღალდის საერთო ღირებულება 41.18 ათასი დოლარი იყო.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, იანვარში საქართველოში იმპორტირებული გაზეთის ქაღალდის იმპორტის 100%-ი რუსეთზე მოდის.
თუ 2022 წლის გაზეთის ქაღალდის იმპორტიორი ქვეყნების სტატისტიკას გადავხედავთ ნათელია, რომ იმპორტის დიდი წილი აქაც რუსეთზე მოდის.
უფრო კონკრეტულად, 2022 წელს საქართველომ 991.61 ტონა გაზეთის ქაღალდი იყიდა, რომლის 68%-ი ქვეყანაში რუსეთიდან შემოვიდა.
რაც შეეხება 2022 წლის იმპორტიორ ქვეყნებს, სტატისტიკა ასეთია:
რუსეთი - 675.38 ტონა,
ბელარუსი - 315.27 ტონა,
გერმანია - 0.70 ტონა,
თურქეთი - 0.26.
ბოლო წლების სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ყველაზე მეტი რაოდენობით გაზეთის ქაღალდის იმპორტი 2012 წელს დაფიქსირდა. საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ 3,769.83 ტონა გაზეთის ქაღალდი იყიდა.