ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ახალ პროგნოზს ეხმაურება. სოსო ბერიკაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გასული წლის ოქტომბრის პროგნოზისგან განსხვავებით, სავალუტო ფონდი რუსეთის ეკონომიკის 0.3 პროცენტით ზრდას პროგნოზირებს.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეკონომიკური ზრდის ახალი პროგნოზი გამოაქვეყნა.
ოქტომბრის მერე პროგნოზი მცირედით (0.2 პპ) გაუმჯობესებულია, თუმცა, მხოლოდ 2.9 პროცენტით ზრდაა მოსალოდნელი.
საინტერესოა, რომ რუსეთის ეკონომიკის 0.3 პროცენტით ზრდას პროგნოზირებენ, როცა ოქტომბერში 2.3% შემცირებას ვარაუდობდნენ.
საპირისპიროდ, გაუარესებულია დიდი ბრიტანეთის პროგნოზი ოქტომბრის 0.3% ზრდის მაგივრად ახლა 0.6% შემცირებაა მოსალოდნელი,“ - წერს სოსო ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში.