„საინვესტიციო აქტივობის დაწყებამდე, აუცილებელია, საპენსიო სააგენტოს გააჩნდეს დამოუკიდებელი რისკის კონტროლის სტრუქტურა, რაც არ აქვს“ - სურგულაძე

„საინვესტიციო აქტივობის დაწყებამდე, აუცილებელია, საპენსიო სააგენტოს გააჩნდეს დამოუკიდებელი რისკის კონტროლის სტრუქტურა, რაც არ აქვს“ - სურგულაძე

access_time2022-12-06 10:00:50

საპენსიო სააგენტომ 3.5 მლნ ლარი „ნიკორას“ ობლიგაციებში ჩადო, რაც პირველი ინვესტიციაა ქართულ კორპორაციულ ობლიგაციებში. საერთო ჯამში „ნიკორამ“ საჯარო ემისიის სახით ბაზარზე 35 მილიონი ლარის, 3-წლიანი ობლიგაციები განათავსა. ობლიგაციები დაილისტება საფონდო ბირჟაზეც.


„ეს არის პირველი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოში თანხა დავაბანდეთ კორპორაციულ ობლიგაციებში. ჩვენ საქართველოში ვყიდულობდით სახაზინოებს, საბანკო დეპოზიტებს, მიმდინარე ანგარიშებს, სუვერენულ ობლიგაციებს, ეს იყო პირველი ადგილობრივი კორპორატიული ობლიგაციები, რომლებიც შევიძინეთ. ეს არის კარგი საპენსიო ფონდისთვის, მისი საინვესტიციო დინამიკისთვის, მეორე მხრივ, კარგია ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის, კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, გარკვეული სტიმულია და სიგნალია სხვა პოტენციური ემიტენტებისთვის, რომ უფრო მეტად განიხილონ კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტები და გამოუშვან,” - განაცხადა საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ.


საპენსიო სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ფინანსისტმა ლევან სურგულაძემ „კომერსანტთან“ საპენსიო ფონდის მიერ ადგილობრივ ობლიგაციებში დივერსიფიცირებულად განთავსების დაწყებაზე ისაუბრა.



„საპენსიო ფონდის ადგილობრივ ობლიგაციებში დივერსიფიცირებულად განთავსების დაწყება, იქნებოდა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, საპენსიო ფონდის სახსრებით რეალური ეკონომიკის დაფინანსების დაწყების და კაპიტალის ბაზრის განვითარების სტიმულირების თვალსაზრისით. ასეთი პრეცედენტი ნამდვილად წაახალისებს სხვა პოტენციურ ემიტენტებსაც, რომ ბაზარზე მათაც გამოუშვან როგორც საკრედიტო (ობლიგაციები), ისე წილობრივი (აქციები) ფასიანი ქაღალდები. დათქმა, რომელიც საუბრის დასაწყისში გაჟღერდა, მდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერი საინვესტიციო აქტივობის დაწყებამდე, როგორც უმნიშვნელოვანესი აუცილებელი წინაპირობა, საპენსიო სააგენტოს უნდა გააჩნდეს სრულიად დამოუკიდებელი რისკის კონტროლის სტრუქტურა, შესაბამისი ინფრასტრუქტურით - რისკის კონტროლის პროცესები, პროცედურები, მეთოდოლოგიები, საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. სამწუხაროდ, საპენსიო სააგენტოს დღეს ასეთი დამოუკიდებელი რისკის კონტროლის სტრუქტურა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გააჩნია“, -აღნიშნა ლევანს სურგულაძემ.



აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით საპენსიო სააგენტოში 5,289 დამსაქმებელი და 56,357 დასაქმებული გაწევრიანდა. შედეგად, საპენსიო სქემაში ჩართულ დასაქმებულთა რაოდენობამ ჯამში 1,292,246 შეადგინა, ხოლო საინვესტიციო აქტივების წმინდა ღირებულება 2,436,907,086 ლარი იყო, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებულმა წმინდა ამონაგებმა, კი 335, 679,787 ლარი შეადგინა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up