საინვესტიციო პროდუქტი „მონეტა“ და მაღალი სარგებელი „კრისტალისგან“

საინვესტიციო პროდუქტი „მონეტა“ და მაღალი სარგებელი „კრისტალისგან“

access_time2023-04-11 10:25:21

კრისტალის საინვესტიციო პროდუქტით სარგებლობა ახლა უკვე ფიზიკურ პირებსაც შეუძლიათ. კომპანიამ პროდუქტი „მონეტა“ მიმდინარე წლის იანვარში შესთავაზა მომხმარებელს. თუმცა, პირველ ეტაპზე ის ხელმისაწვდომი მხოლოდ იურიდიული პირებისთვის იყო. დღეიდან კი საინვესტიციო პროდუქტით სარგებლობას უკვე, ფიზიკური პირებიც შეძლებენ.


მონეტა საინვესტიციო მექანიზმია, რომლის მთავარი უპირატესობა  სანდოობა და ლარში - 14%-მდე სარგებელია.


კრისტალმა პროდუქტი ბაზარზე ორი სახით წარადგინა: დახურული და ღია. დახურულის  შემთხვევაში, მომხმარებელს თანხა მხოლოდ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ გააქვს, ხოლო თუ იგი ღია პროდუქტით სარგებლობს, მისი გატანა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ნებისმიერ დროს შეუძლია.


„მონეტა“ ლარსა და აშშ დოლარში გაიცემა. მისი მინიმალური ოდენობა 100,000 ლარია (ან მისი ეკვივალენტი აშშ დოლარში), მაქსიმალური კი — 3, 000,000 ლარი (ან მისი ეკვივალენტი აშშ დოლარში). რაც შეეხება ვადებს, „მონეტა“ მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 12 თვით იხსნება, ხოლო სარგებლის რეალიზაცია როგორც ყოველთვიურად, ისე ვადის ბოლოსაა შესაძლებელი. 

საინვესტიციო პროდუქტის იურიდიული ფორმა თამასუქია, რომელიც შესაბამისი კანონით რეგულირდება. ადგილობრივი კანონმდებლობა აწესრიგებს თამასუქის გაცემის, გადახდის, გამოყენების წესებს, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო აქტებთან ერთად თამასუქიდან გამომდინარე შედეგებს.​​​​​​​​​​​​​​



„მონეტა“, საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, დანაზოგის ინვესტირებისთვის სრულიად განსხვავებული შესაძლებლობა გამოიყენონ და მაღალი უკუგებით, ფიქსირებული განაკვეთითა და მოქნილი პირობებით ისარგებლონ. აღსანიშნავია, რომ მოზიდული ინვესტიციებით „კრისტალი“ ახალ ბიზნესსაქმიანობებს დააფინანსებს და „მონეტას“ მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებაში მონაწილეობა თავადაც მიიღონ.


„კრისტალი“დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაზე მუდმივად მუშაობს. თუმცა, ადგილობრივი ბაზარი ჯერ კიდევ არ გვქონდა ათვისებული. გადავწყვიტეთ, ამ მიზნისთვის ახალი საინვესტიციო პროდუქტი შეგვექმნა, რომელიც მომხმარებლების განსხვავებული სეგმენტის ათვისების, რესურსების დაზოგვის, ფინანსური მდგრადობის ხარისხის გაზრდის საშუალებას მისცემს და კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს ჩვენი კომპანიის სტაბილურობას“, - აღნიშნავს კრისტალის უფროსი ფინანსური ოფიცერი დავით ბენდელიანი.

 

აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო პროდუქტის შედეგად მოზიდული თანხებით „კრისტალი“ შეძლებს სამიზნე სეგმენტი — მცირე მეწარმეები მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის რეგიონებშიც, უფრო შეღავათიანი და მისაღები პირობებით დააფინანსოს, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებების — გარემოზე ზრუნვისა და ქალების მხარდაჭერის ფარგლებში მდგრადი სესხები გასცეს და სრულიად განსხვავებული საინვესტიციო პროდუქტით ხელი შეუწყოს ფინანსური რესურსების გადანაწილებას, შედეგად კი ბაზრისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.


პროდუქტი საქართველოს ყველა რეგიონშია ხელმისაწვდომი, უშუალოდ მომსახურება კი 5 შერჩეულ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთსა და ზუგდიდში მოხდება. 



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up