„საირმე მინერალ ვოთერსი“ აცხადებს, რომ პროფკავშირის წარმომადგენლის გიორგი დიასამიძის  ინტერესი გაფიცულების დაცვა არ არის

„საირმე მინერალ ვოთერსი“ აცხადებს, რომ პროფკავშირის წარმომადგენლის გიორგი დიასამიძის ინტერესი გაფიცულების დაცვა არ არის

access_time2023-02-20 16:25:07

„საირმე მინერალ ვოთერსი“ მიიჩნევს, რომ გიორგი დიასამიძეს მიზანმიმართულად შეყავს პროცესი ჩიხში და ხელს უშლის გაფიცულ თანამშრომლებს კომპანიასთან კონსტრუქციულ დიალოგში. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ გიორგი დიასამიძე პირადი ინტერესი უფრო ამოძრავებს, ვიდრე გაფიცულთა დაცვა.

 

 „საირმეს“ ხელმძღვანელობა დასაწყისშივე სრულფასოვნად ჩაერთო მედიაციის პროცესში და მედიატორის მეშვეობით მოკლე დროში  წარმოადგინა წინადადება, რომელიც არ აღმოჩნდა პროფკავშირებისთვის, კერძოდ მისი წარმომადგენელის გიორგი დიასამიძისთვის “მიმზიდველი“. შედეგად, მისი გავლენის ქვეშ მოქცეულმა თანამშრომლებმაც არ გაიზიარეს ის. აქვე ხაზგასასმელია, რომ გაფიცულია თანამშრომელთა მხოლოდ ნაწილი და დღემდე, საწარმო განაგრძობს მუშაობს. ამიტომაც, პროფკავშირის სახელით გიორგი დიასამიძე ცდილობს ხელი შეუშალოს წარმოების პროცესს და საზოგადოებას მცდარი ინფორმაცია მიაწოდოს.

 

კომპანიის ადმინისტრაციამ  რამდენჯერმე გააგზავნა წინადადება, რომელსაც გაფიცულთა მხრიდან რეაგირება საერთოდ არ მოჰყოლია, უფრო მეტიც, კომპანიის ხელმძღვანელობასთან  საუბარი ულტიმატუმის ენით განაგრძეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მათი მხრიდან, მედიაციის პერიოდში, რამდენჯერმე  შეიცვალა მოთხოვნები და გაიზარდა მათი რაოდენობა, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ გიორგი დიასამიძეს არ სურს საკითხის მოლაპარაკების გზით გადაჭრა, მიზანმიმართულად აჭიანურებს პროცესს, რაც ბუნებრივად იწვევს ბრენდის რეპუტაციისა და იმიჯისთვის ზიანის მიყენებას, რეგიონში ყველაზე მსხვილი დამსაქმებლის საწარმოო პროცესის შეჩერებას და 62 თანამშრომლის სამსახურის გარეშე დატოვებას.


 

კომპანია ასევე აფიქსირებს პოზიციას გაფიცულებისთვის ხელფასის გადახდასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ყველა თანამშრომელი მიიღებს კუთვნილ ანაზღაურებას საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად. 

 

ცნობისათვის, „საირმე მინერალ ვოთერსი“, დღესდღეობით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში  ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი და გადასახადების გადამხდელია. კომპანიის ინტერესი რეგიონის განვითარების ხელშეწყობა,  დასაქმებულ ადამიანებზე ზრუნვა და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაა, რასაც ამ დრომდე წარმატებით ასრულებს.  ქარხნის ყველა თანამშრომელი ადგილობრივია, დასაქმებული თანამშრომლის შემოსავალი კი რეგიონში არსებულ საშუალო ხელფასზე მაღალია.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up