„საირმე მინერალ ვოთერსი“ გაფიცული თანამშრომლების ხელფასებს ასაჯაროებს

„საირმე მინერალ ვოთერსი“ გაფიცული თანამშრომლების ხელფასებს ასაჯაროებს

access_time2023-02-24 12:55:39

შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის ტერიტორიაზე აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით, ქარხნის თანამშრომელთა ერთი ნაწილის გაფიცვა უკვე 12 დღეა გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში მათი მხრიდან არაერთი არაზუსტი ინფორმაცია გაჟღერდა, მათ შორის, თანამშრომელთა ხელფასების ოდენობასთან დაკავშირებით.

 

როგორც კომპანიაში აცხადებენ, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიაჩნიათ, რომ ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. „საირმე მინერალ ვოთერსი“ გაფიცული თანამშრომლების  სახელფასო ანაზღაურების ოდენობებს ასაჯაროებს. რათა საზოგადოებას, მედიას და ყველა დაინტერესებულ ირს მიეცეს შესაძლებლობა, გაეცნოს რეალურ და სწორ ინფორმაციას. 

 

გაფიცული თანამშრომლების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა ხელფასის 30%-ით ზრდაა, როცა ჯერ კიდევ 2022 წელს, მათი ანაზღაურება კომპანიის მხრიდან უკვე გაზრდილია 50%-ით.  ამ ეტაპზე, კომპანიაში დასაქმებულის საშუალო ხელფასი ბაღდათის მუნიციპალიტეტში არსებულ საშუალო ხელფასზე მაღალია. ამასთანავე, ყველა თანამშრომელს აქვს დაზღვევა, რომელსაც კომპანია იხდის.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ გადახედა თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების ოდენობის საკითხს  და  მაჩვენებლებს ასაჯაროებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, საწარმოს თანამშრომლები ხელფასს დღიური ანაზღაურებით იღებენ. შესაბამისად, მათი საშუალო ხელფასი ინდივიდუალურია  და დამოკიდებულია ნამუშევარი დღეების რაოდენობაზე.   კერძოდ, ბოლო 6 თვის განმავლობაში თანამშრომლებზე  დარიცხული საშუალო ხელფასი 1473.4 ლარიდან 1711.4 ლარამდე მერყეობს. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი თანამშრომლის დარიცხული ხელფასი კონკრეტულ თვეებში 2000 ლარსაც ცდება.


 


„ჩვენ მზად ვართ თითოეულ გაფიცული თანამშრომლის ანაღაურებაზე, თუ მათი თანხმობა გვექნება კონკრეტულად ვისაუბროთ და გავასაჯაროოთ მათი შემოსავალი. ასე ყველასთვის ცხადი გახდება, რომ პროფკავშირების წარმომადგენელი, გიორგი დიასამიძე გაფიცულებს ავრცელებინებს ცრუ ინფორმაციას, იმისთვის რომ შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება, ის ბინძური გზებით ებრძვის კომპანიას, რომელიც ყველაზე დიდი დამსაქმებელი და გადასახადების გადამხდელია ბაღდათის მუნიციპალიტეტში. ვფიქრობ, კონკრეტული ციფრების გამოქვეყნებით ყველა დარწმუნდება, რომ სიმართლე ჩვენ მხარესაა“, - განმარტავს შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ დირექტორის მოადგილე, ლევან კასრაძე.

 

შეგახსენებთ, რომ შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის ტერიტორიაზე აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით, ქარხნის თანამშრომელთა ნაწილმა  გაფიცვა 13 თებერვლიდაგამოაცხადა.   გაფიცვას წინ უძღოდა 21 დღიანი მედიაციის ინტენსიური პროცესი, კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი შეთავაზებები ქარხანაშ დასაქმებულემა დაიწუნეს და მოლაპარაკებების პროცესის ინიციატორ მხარე, გაფიცვის რეჟიმში მედიაციის პროცესის დასრულებამდე გადავიდა. როგორც ირკვევა, კომპანიის წარმომადგენლებმა საწარმოს ფინანსური მოცემულობის  ფარგლებში მაქსიმალურად განიხილეს არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, თუმცა  საბოლოო ჯამში შეიცვალა და რაოდენობრივად გაიზარდა მათი მოთხოვნები და ბოლოს 27 პუნქტი შეადგინა, რამაც მოლაპარაკების პროცესი ჩიხში შეიყვანა.

 

გარდა ამისა, გაფიცვის დღეებში, სხვადასხვა პირის მიერ არაერთი ცრუ და ამავდროულად, ცილისმწამებლური ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც მიმართული არის კომპანიის დისკრედიტაციისაკენ. მოგახსენებთ, რომ  შპს „საირმე მინერალ ვოთერსი“ ემიჯნება ყოველგვარ პროვოკაციულ ქმედებას, სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებით და მიმართავს სასამართლოს კომპანიის იმიჯისა და რეპუტაციის შელახვისგან დაცვის მიზნით.

 

NS





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up