„საირმე მინერალ ვოთერსი“ თანამშრომლების ნაწილის გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„საირმე მინერალ ვოთერსი“ თანამშრომლების ნაწილის გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

access_time2023-02-15 14:15:17

კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსი“ აცხადებს, რომ მედიაციის პროცესი გაფიცულ თანამშრომლებთან არ დასრულებულა და გრძელდება. ამავდროულად წარმოების პროცესიც არ შეფერხებულა და ჩამომსხმელი ქარხანა აგრძელებს მუშაობას.

 

„საირმე მინერალ ვოთერსის” დირექტორის მოადგილის ლევან კასრაძის განცხადებით, კომპანია ყოველთვის ღიაა კონსტრუქციული დიალოგისთვის. მისი თქმით, კომპანია მზად არის გააგრძელოს მოლაპარაკებები გაფიცულ თანამშრომლებთან და გაითვალისწინებს ნებისმიერ  შემოთავაზებას, რომელიც არ ეწინააღმდეგება კანონს და რომელიც არ ეფუძნება დეზინფორმაციას.

 


„13 თებერვალს, შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის ტერიტორიაზე აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით, ქარხნის თანამშრომელთა ნაწილმა გაფიცვა დაიწყო. გაფიცვა დაიწყო მიუხედავად იმისა, რომ 27 იანვარს პროფესიული კავშირის მიერ ინიციირებულ მედიაციის პროცესში „შპს საირმე მინერალ ვოთერსი“ აქტიურად ჩაერთო და მიუხედავად იმისა, რომ მედიაცია ამ ეტაპზე არ დასრულებულა და გრძელდება 16 თებერვლამდე. ამ ხნის განმავლობაში კომპანია ცდილობდა ოპერატიულად, კონსტრუქციულად და ღიად ყოფილიყო ჩართული პროცესში და მიეწოდებინა წინადადებები გაფიცულებისთვის. მეორე მხარე თავს არიდებდა მოლაპარაკებას და 13 თებერვალს კი გამოაცხადა გაფიცვა. გაფიცვის მიუხედავად, წარმოება აგრძელებს მუშაობას და ეს პროცესი არ შეფერხდება, ვინაიდან გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღო დასაქმებულების მცირე ნაწილმა და ამას არანაირი გავლენა არ აქვს სხვა თანამშრომლების ჩვეულ რეჟიმში მუშაობაზე. აღსანიშნავია, რომ ქარხნის ყველა თანამშრომელი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია და კომპანია გადასახადების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელია რეგიონში. წარმოებაში დასაქმებულების ხელფასი კი რეგიონში არსებულ საშუალო ხელფასზე მაღალია და შეადგენს 1500 ლარს. წინა წელს კი ხელფასის ზრდა რამდენჯერმე აღემატებოდა ინფლაციის მაჩვენებელს,“- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up