მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანია „საირმეს“ დასაქმებულები 13 თებერვლიდან გაფიცვას აანონსებენ.
2023 წლის 17 იანვარს დაწყებული მედიაციის უშედეგოდ დასრულების გამო აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირმა ჯანდაცვის მინისტრსა და „საირმე მინერალ ვოთერსის“ დირექტორს ჩამომსხმელი ქარხნის ტერიტორიაზე გაფიცვის შეტყობინების წერილით მიმართა.
დღეისთვის, ბაღდათის რაოიონში მოქმედი ქარხნის 27 თანამშრომელი ითხოვს შრომითი ანაზღაურების დარიცხვას ყოველი თვის 15 რიცხვამდე და საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის მიხედვით ხელფასების ინდექსაციას; ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას; მე-13 ხელფასს; ღამის ცვლაში მუშაობის ორმაგ ანაზღაურებას; კვების დანამატს; შრომით ხელშეკრულებას მძღოლებისთვის; საპენსიო შენატანის გადახდა დამსაქმებლის მიერ; საწარმოსთან მისასვლელი გზის შეკეთებას და შენობის გათბობით უზრუნველჰყოფას.