საკანონმდებლო ცვლილებები მოპედებით მიწოდების სერვისზე დრამატულად არ აისახება - დავით მესხიშვილი

საკანონმდებლო ცვლილებები მოპედებით მიწოდების სერვისზე დრამატულად არ აისახება - დავით მესხიშვილი

access_time2021-11-21 11:23:25

ვფიქრობ, მოპედების რეგისტრაცია და სავალდებულო მართვის მოწმობა, მოპედებით მოსარგებლე კომპანიების მიწოდების ხარისხზე დრამატულად არ აისახება - ამის შესახებ  საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა განაცხადა.

როგორც ცნობილია, თითქმის 6 თვეში მოპედების სავალდებულო რეგისტრაციასთან დაკავშირებული ახალი კანონი ამოქმედდება, რომელიც პარლამენტმა „ საგზაო ცვლილებების შესახებ“ გათვალისწინებული კანონით დაამტკიცა.

ცვლილებას, რომლის მიხედვითაც მოპედების აუცილებელი რეგისტრირების გარდა, საჭირო ხდება სავალდებულო მართვის მოწმობის ქონაც. დავით მესხიშვილი ამბობს, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები უსაფრთხოების სტანდარტებს გააუმჯობესებს. მისივე აზრით, პროდუქტების მიმწოდებელი კომპანიებისთვის, რომელთა თანამშრომლებიც ხშირად მოპედებით გადაადგილდებიან, მოცემული სიახლე პრობლემას არ შექმნის და ამას მიწოდების ხარისხზე დრამატული გავლენა არ ექნება.

ყველა კომპანიისთვის მთავარი საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოება უნდა იყოს, შესაბამისად, აქამდე ვისაც მართვის მოწმობა არ ჰქონდა, ისინი გადამზადებას გაივლიან და მეტად უსაფრთხო გარემოში განაგრძობენ მუშაობას. ამ კანონზე საუბარი დიდი ხანია უკვე დაწყებულია, ხოლო დარჩენილ დროში, ვფიქრობ, თავისუფლადაა შესაძლებელი კანონის მიხედვით გათვალისწინებული სიახლეების ათვისება. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ეს ეკონომიკურად რაიმე ზიანს მოუტანს კომპანიას, ან მიწოდების ხარისხზე დრამატულად აისახება.


ვინაიდან მოპედის მფლობელს მართვის მოწმობის გარეშე შეუძლია გადაადგილება, ამან ერთის მხრივ გაზარდა მოთხოვნა მოპედებზე, თუმცა ასევე გაახშირა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობაც. როდესაც ადამიანის უსაფრთხოებაზე ვსაუბროთ, ამ კონტექსტში, სავალდებულო მოპედების რეგისტრაცია და მართვის მოწმობა მხოლოდ დადებითის მომტანია.

სამწუხაროდ ხშირად 15- 16 წლის ასაკის ბავშვებსაც კი აქვთ მოპედებით გადაადგილების უფლება, რაც მაღალ რისკებს შეიცავს. ამ მიმართულებითაც მოხდება დაბალანსება“, - ამბობს დავით მესხიშვილი.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, მოპედების რეგისტრაცია 2022 წლის 28 მარტიდან აუცილებელი იქნება, შესაბამისად, მართვის მოწმობის ქონა, სავალდებულო გახდება.

წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up