საკეისრო კვეთების მაღალი მაჩვენებელი პროვაიდერების მხრიდან ფინანსური დაინტერესების და ინფორმაციის ნაკლებობის შედეგია - ზაზა სინაურიძე

საკეისრო კვეთების მაღალი მაჩვენებელი პროვაიდერების მხრიდან ფინანსური დაინტერესების და ინფორმაციის ნაკლებობის შედეგია - ზაზა სინაურიძე

access_time2023-02-17 23:25:40

მშობიარობის სტატისტიკაში საკეისრო კვეთის წილი 50%-მდეა ასული, რაც დემოგრაფიული პრობლემების შექმნის წინაპირობაა, — ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე განაცხადა.


„კომერსანტი“ დაინტერესდა რით არის გამოწვეული საკეისრო კვეთების ასეთი მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში. როგორც ექიმი მეან-გინეკოლოგი, „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ პერინატალური ცენტრის ხელმძღვანელი ზაზა სინაურიძე მიიჩნევს, საკეისრო კვეთების მაღალი მაჩვენებელი ინფორმაციის ნაკლებობის და სამედიცინო პროვაიდერების მხრიდან ფინანსური დაინტერესების შედეგია.

 

„საკეისრო კვეთების ასეთ მაღალ მაჩვენებელს ორი მდგენელი აქვს, პირველი არის ის, რომ შესაბამისი ინფორმაცია მშობიარეს არ მიეწოდება იმის შესახებ, რომ ეს ოპერაცია არც თუ ისე კარგია. მეორე არის ის, რომ სახელმწიფო უფრო მეტს იხდის საკეისრო კვეთაში ვიდრე მშობიარობაში და შესაბამისად სამედიცინო პროვაიდერების მხრიდან დაინტერესება უფრო დიდია. ამას უნდა კომპლექსური მიდგომა, განათლება ამაღლება როგორც პაციენტების, ასევე ექიმების მიმართულებით. მარტივ რაღაცას ვიტყვი, „პინეოში“ ჩემთან ძალიან ბევრი უცხოელი პაციენტი მშობიარობს და, მაგალითად, თუ მოდის ქართველი ორსული უმეტესობა მეუბნება, რომ საკეისრო კვეთა უნდათ, თუმცა ყველამ იცის, რომ ჩვენების გარეშე არ ვაკეთებ, უცხოელები კი პირიქით, პირველი იმას მეუბნებიან, რომ ეს არ სურთ. ეს არის განათლების საკითხი.

 


რაც შეეხება ჩვენებას, ხშირად მიზეზებს იგონებენ ამიტომ, არასწორი საბჭოთა მიდგომაა, რომ ეს სამინისტრომ უნდა გააკონტროლოს. თუმცა, ვერავინ ვერ შეძლებს ამის კონტროლს. ამ ყველაფრისთვის არსებობს ეკონომიკური ბერკეტი და განათლება, რომ ორსულმა და ექიმმა არ გააკეთოს ოპერაცია უმიზეზოდ. რატომ მაქვს მაგალითად მე საკეისრო კვეთის წილი 24% და სხვას 70%? — აქ ყველაფერი ნათელია“, — ამბობს ზაზა სინაურიძე.

 

მეან-გინეკოლოგმა ის რისკფაქტორებიც დაასახელა, რომლებიც ყველა მშობიარემ უნდა გაითვალისწინოს.

 

„საკეისრო კვეთა არის ჩარევა, იხსნება მუცლის ღრუ, იხსნება საშვილოსნოს ღრუ. რაც მთავარია, საშვილოსნოზე ჩნდება ის ნაწიბური, რომელიც ძალიან სახიფათოა შემდგომი ორსულობისთვის. თუკი ექიმი კარგად აუხსნის მშობიარეს ფიზიოლოგიური მშობიარობის უპირატესობებს, ქალი აუცილებლად მიიღებს შვილის ბუნებრივი გზით გაჩენის გადაწყვეტილებას“, — განმარტავს ზაზა სინაურიძე.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ქირურგიული მეთოდის გამოყენება მშობიარობათა მხოლოდ 10-15%-შია აუცილებელი – როდესაც ფიზიოლოგიური მშობიარობა ნაყოფის ან დედის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის და ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა სამედიცინო ჩვენებით დასტურდება.


თეგები:
საკეისრო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up