საკითხი ირანის სატრანსპორტო კორიდორს ეხება, რათა ბანკები დარწმუნდნენ, რომ ტვირთი არ გაივლის ირანი ტერიტორიას, ან არ იქნება გამოყენებული ირანული სატრანსპორტო კომპანია, - აცხადებს სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა იმპორტიორი კომპანიების პრეტენზიების პასუხად, რომლებსაც ჩინეთში უცხოური ვალუტის გადარიცხვებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ.
„თემა ეხება სატრანსპორტო კორიდორს, რომელიც დაკავშირებულია ირანთან, საერთაშორისო სანქციების მიხედვით, ასეთი ტიპის ტრანზაქციები არის სანქციების დარღვევა და შესაბამისად ბანკები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, რომ მსგავსი ტიპის ტრანზაქციები განახორციელონ. ბანკების ვალდებულება და მიზანია, დარწმუნდნენ, რომ გარკვეული ტვირთი არ გაივლის ირანის ტერიტორიას, ან ირანული სატრანსპორტო კომპანია არ იქნება გამოყენებული“, - განაცხადა სებ-ის ვიცე პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, „კომერსანტმა“ გამოაქვეყნა მასალა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ქართველ იმპორტიორებს შეფერხებები აქვთ ჩინეთში უცხოური ვალუტის გადარიცხვაში, რის გამოც პროდუქტის ჩამოტანის პრობლემებია.