იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა. მისი აზრით, დონბასზე თავდასხმების შეწყვეტის შემთხვევაში „არაფერი მოხდებოდა“. ბერლუსკონიმ ასევე შესთავაზა აშშ-ს უკრაინას რეკონსტრუქციისთვის ფული მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის პირობით მისცეს.
„მე რომ პრემიერ-მინისტრი ვიყო, არ წავიდოდი ზელენსკისთან სასაუბროდ, რადგან ჩვენ ვხედავთ მისი ქვეყნის ნგრევას, ჯარისკაცების და მაცხოვრებლების განადგურებას. საკმარისი იყო შეჩერებულიყო თავდასხმები დონბასის ორ ავტონომიურ რესპუბლიკაზე და ის, რაც ხდება, არ მოხდებოდა. ამიტომ, ჯენტლმენის ქმედებებს ძალიან უარყოფითად ვაფასებ“, - განაცხადა ბერლუსკონიმ მშობლიურ ლომბარდიის რეგიონში რეგიონულ არჩევნებში კენჭისყრის შემდეგ.
იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა „დაისვას“ ზელენსკი და უთხრას: „ომის ბოლოს, თქვენ ხელთ გექნებათ მარშალის გეგმა უკრაინის აღდგენის შესახებ. რაც 6-9 მილიარდი დოლარის მხარდაჭერას გულისხმობს, იმ პირობით, თუ ზელენსკი მეორე დღესვე ომს შეწყვეტს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მისი დარწმუნება ცეცხლის შეწყვეტაზე", - დასძინა იტალიელმა პოლიტიკოსმა.
იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა 2022 წლის აპრილში რუსეთი ომის დანაშაულებში დაადანაშაულა. მან განაცხადა, რომ იმედგაცრუებული იყო პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით, რომელთანაც მანამდე მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. მოგვიანებით მან მოუწოდა ევროპას წარმოედგინა წინადადებები სამშვიდობო ღონისძიებების შესახებ, რომ დაარწმუნონ უკრაინა, მიიღოს პუტინის წინადადებები. სილვიო ბერლუსკონიმ 2023 წლის იანვარში გამოთქვა სინანული რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გეგმის არარსებობის გამო. მისი აზრით, ასეთი გეგმა მხარეებს მხოლოდ რომის პაპმა შესთავაზა.