საკონდიტრო საწარმო „მადარტი“ ფერმერებისგან 100 ტონა კენკროვნებს შეიძენს

საკონდიტრო საწარმო „მადარტი“ ფერმერებისგან 100 ტონა კენკროვნებს შეიძენს

access_time2022-07-20 18:00:25

საკონდიტრო საწარმო „მადარტი“ ფერმერებისგან კენკროვანი პროდუქციის შეძენას იწყებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, წლის განმავლობაში 100 000 კგ კენკროვანებს მოიხმარენ და სწორედ ამიტომ, წლის გეგმას, ანუ 100 00 კგ პროდუქციას წინასწარ იყიდიან და შემდგომი გამოყენებისთვის გაყინვის მეთოდით შეინახავენ.


„იმისათვის, რომ ჩვენს წარმოებულ პროდუქციაში მაქსიმალურად გამოვიყენოთ ქართული კენკრა, შევინარჩუნოთ მისი არაჩვეულებრივი გემო და ამასთან ერთად, ხელი შევუწყოთ საქართველოში კენკროვანი კულტურის განვითარებას გადავწყვიტეთ, რომ ჟოლოსა და ალუბლის წლევანდელი მოსავლიდან, შევიძინოთ მაქსიმალური რაოდენობა და თავად შევინახოთ კვებისა და უვნებლობის შესაბამისი სტანდარტების სრული დაცვით“, განმარტავენ საკონდიტრო კომპანიაში.


„მადარტში“ აცხადებენ, რომ გასული წლების ზამთრის სეზონზე მთლიანად იმპორტ დამოკიდებულნი იყვნენ და 2021 წელს სატესტოდ 30 ტონა კენკრა შეინახეს. პროექტმა გაამართლა.


„ქართული კენკრის მარაგების გაკეთების სურვილი ყოველთვის გვქონდა, რადგან ჩვენი, ადგილობრივი ნედლეულის მოხმარება, გაცილებით არომატულს და გემრიელს ხდის ჩვენს წარმოებულ პროდუქციას და მუდმივად ვეძებდით რესურს, რომ იმ ხარისხის კენკრა შეგვეძინა ქართული ბაზრიდან და იმ სტანდარტით შეგვენახა, რა ხარისხისა და სტანდარტების მოლოდინიც „მადარტის“ მომხმარებელს აქვს, ამიტომ გვიხარია, რომ წელს გვეძლევა საშუალება შევინარჩუნოთ ჩვენი პროდუქციის უმაღლესი ხარისხი და ამასთან, ხელი შევუწყოთ კენკროვანი კულტურის განვითარებას საქართველოში“, - განუცხადეს „კომერსანტს“ „მადარტში“.



დღეისათვის „მადარტმა“ ჟოლოსა და ალუბლის შეძენაზე განაცხადა, თუმცა კომპანიამ უკვე მოახერხა მოცვის შეძენა და გაყინვა.


„ახლა ვავსებთ ჟოლოსა და ალუბლის მარაგებს, ეს კენკრის ის სახეობებია, რასაც ჩვენს პროდუქციაში ძირითადად ვიყენებთ, შესაბამისად სხვა ხილზე ჯერ-ჯერობით მოთხოვნა არ გვექნება“, - აცხადებენ კომპანიაში.


„მადარტში“, რომელიც საკონდიტრო პროდუქტების ბაზარზე ერთ-ერთი ცნობილი ბრენდია, აცხადებენ, რომ მზარდი ინფლაციის მიუხედავად მათ პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია და ფასების მხრივ კომპანია მაინც საერთაშორისო ფასებზეა დამოკიდებული.


„ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩვენი მომხმარებლების მხრიდან პროდუქციაზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება, რაც შეეხება ფასების ზრდას, ისე როგორც ნებისმიერი სხვა ქართული თუ უცხოური კომპანია, ჩვენც დამოკიდებულები ვართ მსოფლიო ბაზრის ცვლილებებზე და იმედია დროულად დარეგულირდება, რომ ჩვენც სტაბილურ ფასად შევძლოთ ნედლეულის შეძენა და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაც“, აცხადებენ კომპანიაში.


როგორც ცნობილია, „მადარტი“ წარმოება და რეალიზაციის პუნქტები თბილისშია განთავსებული, თუმცა სექტემბრიდან „მადარტი“ გაიხსნება რუსთავშიც.


„სექტემბრიდან გვექნება სიახლე, რუსთავში გაიხსნება ჩვენი პირველი სერვის-ცენტრი, სადაც მომხმარებელს წინასწარ შეეძლება პროდუქციის შეკვეთა და მეორე დღეს გატანა. ვფიქრობთ ეს ახალი, საინტერესო კონცეფციაა ჩვენი კომპანიისთვის და იმედი გვაქვს ქალაქიდან გასვლის პირველი მცდელობა წარმატებით გაგრძელდება“, - აცხადებენ „მადარტში“.


ფერმერებს, ვისაც “მადარტთან“ თანამშრომლობის სურვილი აქვთ, უნდა დაუკავშირდნენ კომპანიას: Purchase@madart.ge


თეგები:
მადარტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up