საკოორდინაციო საბჭომ 22 თებერვალს ახალი გადაწყვეტილებები გამოაცხადა, როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა, პირველი მარტიდან უქმდება ე.წ. კოვიდსასტუმროები, გარდა ამისა უქმდება თერმოსკრინინგი, დეზობარიერი და ე.წ. ჟურნალის წარმოება.
რეგულაციების შემსუბუქება ასევე შეეხო სარესტორნო ბიზნესსაც, საბჭოს გადაწყვეტილებით, დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან დაშვებულ პირთა რაოდენობა ნაცვლად 6-სა, 10-მდე გაიზარდა, ხოლო ღია სივრცეში 15 ადამიანამდე.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ასევე უქმდება სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა.
გიორგი ღიბრაძემ ასევე აღნიშნა, რომ სოციალური ღონისძებების, მათ შორის, ქორწილების, ქელეხების, წვეულებებისა და დაბადების დღეების გამართვაზე დაწესებული შეზღიდვა მოიხსნა.