საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობა განიხილეს

საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობა განიხილეს

access_time2021-12-07 16:20:00

თბილისის საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მთავრობის, მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების და გამგებლების კანდიდატურები განიხილეს.

კომისიების სხდომა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა გახსნა. მისი განცხადებით, დედაქალაქის მერის მიერ წარმოდგენილი მთავრობის შემადგენლობის დიდ ნაწილთან საკრებულოს გასული ოთხი წლის განმავლობაში აქტიური და ნაყოფიერი მუშაობა აკავშირებს. მან მადლობა გადაუხადა მერიას თანამშრომლობისთვის და მომავალ მთავრობას წარმატებები უსურვა.

ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ თბილისის მთავრობის წარმოდგენილ კანდიდატურებს წარმატება უსურვა და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

დედაქალაქის ვიცე-მერობის კანდიდატმა, ირაკლი ხმალაძემ გაერთიანებულ სხდომაზე გასული ოთხი წლის მუშაობა შეაჯამა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. კომისიების სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

საკრებულოს წევრების შეკითხვები ეხებოდა დედაქალაქისთვის აქტუალურ ყველა მიმართულებას: ფუნქციური ცვლილებების შეზღუდვას, მიწების მიტაცების საკითხს, ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამას, სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს, სატრანსპორტო პოლიტიკას. საქალაქო პარკების მოწყობას, ინფრასტრუქტურულ პროგრამებს, ქუჩების რეაბილიტაციას, ბიბლიოთეკების, მუზეუმების რეაბილიტაციას და ბაღების მშენებლობას, თბილისში არსებულ მეწყერულ ზონებს, მულტიფუნქციურ ცენტრებს, ელიავას ბაზრობის და ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემების მოგვარებას.


დასმულ კითხვებს ვიცე-მერობის კანდიდატმა, ირაკლი ხმალაძემ, მერის მოადგილეობის კანდიდატებმა – ირაკლი ბენდელიანმა და ანდრია ბასილაიამ, ასევე საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელობის კანდიდატებმა ამომწურავად უპასუხეს. კომისიების გაერთიანებულ სხდომას ოპოზიციის დიდი ნაწილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ ესწრებოდნენ.

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის შემდეგი შემადგენლობაა წარდგენილი:

თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერი) თანამდებობაზე ირაკლი ხმალაძე; თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე ანდრია ბასილაია; თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ბენდელიანი. თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე ილია ელოშვილი; თბილისის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (ადმინისტრაციის უფროსი) ვლადიმერ ჭიღლაძე; თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიგა გიგაშვილი; თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვახტანგ ლომჯარია; თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კახაბერ გულედანი; თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი აბუთიძე; თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სერგო ბირკაძე; თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ირაკლი გვილავა; თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გაიოზ თალაკვაძე; თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი პაპავა; თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გელა ჩივიაშვილი; თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (საქალაქო სამსახურის უფროსი) თანამდებობაზე ნიკოლოზ ჭონქაძე; თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით უთმელიძე; თბილისის დიდუბის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე ვლადიმერ ძნელაძე; თბილისის გლდანის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე ლევან ნაროუშვილი; თბილისის ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით კვინიკაძე; თბილისის ისნის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე ნიკა ელისაშვილი; თბილისის კრწანისის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე ბექა მიქაუტაძე; თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით კირკიტაძე; თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე ირაკლი ანდღულაძე; თბილისის საბურთალოს რაიონის გამგებლის თანამდებობაზე გაიოზ ვასაძე; თბილისის სამგორის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე კახა სამხარაძე.

თბილისის საკრებულოს 11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მთავრობის წარმოდგენილ კანდიდატებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად გასატანად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.


1tv.ge

თეგები:
საკრებულო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up