საკრედიტო-საგარანტიო სქემა ბანკებზეა მორგებული და მიკროსაფინანსოების სპეციფიკა არ გაითვალისწინეს

საკრედიტო-საგარანტიო სქემა ბანკებზეა მორგებული და მიკროსაფინანსოების სპეციფიკა არ გაითვალისწინეს

access_time2020-06-12 11:30:57

საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ცვლილებები შევიდა და პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარიდან 300 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ცვლილების პროექტი საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.


საკრედიტო-საგარანტიო სქემაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე შევიდა - პროგრამაში ბანკების გარდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც ერთვებიან, რისთვისაც დამატებით 30 მლნ ლარის ბიუჯეტი გამოიყოფა. მთლიანად საკრედიტო-საგარანტიო სქემისთვის 330 მილიონი ლარის ბიუჯეტი გამოიყოფა, რაც ნიშნავს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხების მიმღები მიკრო და მცირე ბიზნესები 20 000 ლარის და ზევით სესხის მიღების მსურველები შეძლებენ, რომ ისარგებლონ ჩვენი თანაუზრუნველყოფით სესხის 90% -ის ოდენობით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.


„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ბესო შენგელია მიიჩნევს, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემის ამოქმედება დადებითი მოვლენაა, თუმცა ბევრი ტექნიკური დეტალია  მისოებისთვის შესაცვლელი და რადგან მთავრობამ აღნიშნული პროექტი მხოლოდ ბანკებს მოარგო.



„ძალიან კარგია საკრედიტო-საგარანტიო სქემის ამოქმედება, მაგრამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს რომ გადმოგვეგზავნა ხელშეკრულების ნიმუში, გავეცანით და ტექნიკური ხასიათის შენიშვნები გვაქვს, თუ ეს ყველაფერი მოგვარდება აღნიშნული პროექტი ჩვენი სექტორისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. შენიშვნები საკმაოდ ბევრია, მარტივად  რომ ვთქვათ მთელი ეს სქემა კომერციულ ბანკებზე იყო მორგებული, შესაბამისად უბრალოდ დააკოპირეს და ჩვენ გადმოგვიგზავნეს. თუმცა, ბანკებისგან განსხვავებით ბევრი ტექნიკური საკითხია რომელიც მიკროსაფინანსო სექტორთან არ არის თავსებადი, ჩვენი სპეციფიკა არ არის გათვალისწინებული, ამიტომ დასახვეწია. პროექტის იდეა გულისხმობს, რომ საგარანტიო ფონდი საკრედიტო რისკებს აზღვევს, ეს თავისთავად იმას ნიშნავს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის დასაკრედიტებლად საფინანსო ინსტიტუტები მეტ რისკს აიღებენ რადგან ეს რისკი დაზღვეულია. რისკის დაზღვევა რა თქმა უნდა საპროცენტო განაკვეთებზეც აისახება და ის დაიკლებს, მეორეს მხრივ მიკროსაფინანსო სექტორის ეფექტურობა გაიზრდება და კომერციულ ბანკებთან მიმართებაში ბიზნესს უფრო კონკურენტულ საპროცენტო განაკვეთებს შევთავაზებთ. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში მოხდება თუ ჩვენს შენიშვნებს გაითვალისწინებენ“, - განაცხადა ბესო შენგელიამ.


აღსანიშნავია, რომ საკრედიტო გარანტია წარმოადგენს სააგენტოსა და კომერციულ ბანკს ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხების დეფოლტის საფუძველზე წარმოქმნილი ფინანსური რისკის გადანაწილების ინსტრუმენტს. პროგრამის ფარგლებში საფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სახელმწიფო გარანტია სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 90 პროცენტს შეადგენს, ხოლო რესტრუქტურიზებულ სესხზე ძირი თანხის არაუმეტეს – 30 პროცენტს.


კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხებისთვის საგარანტიო თანხის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო – „აწარმოე საქართველოში“ უფლებამოსილია, კომერციულ ბანკში გახსნას სადეპოზიტო ანგარიში.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up