გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოსთხოვა რუსეთს, მოხსნას შავი ზღვის პორტების ბლოკადა და უზრუნველყოს საკვებისა და სასუქის ნაკადის მთელს მსოფლიოში გადინება.
ბლინკენის ინფორმაციით, რუსეთის ქმედებების მიზეზით, 20 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეული გამოუყენებელი რჩება.
მისივე თქმით, მილიონობით უკრაინელისა და მილიონობით სხვების საკვების მარაგი მთელს მსოფლიოში, ფაქტობრივად რუსული სამხედროების მიერ დატყვევებულია.
"როდესაც გლობალური საკვების მარაგი მცირდება, ფასები იზრდება, რაც მთელს მსოფლიოში სასურსათო დაუცველობას იწვევს", - განაცხადა ბლინკენმა.
ინფორმაციას "გარდიანი" ავრცელებს.