საკვებზე ფასების ზრდა ინფლაციის საშუალო მაჩვენებელს აჭარბებს

საკვებზე ფასების ზრდა ინფლაციის საშუალო მაჩვენებელს აჭარბებს

access_time2022-01-04 13:00:13

დეკემბერში ინფლაციის წლიურმა განაკვეთმა 13.9%-ს მიაღწია, სამომხმარებლო კალათაში შესული 305 დასახელების პროდუქტიდან 96 უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებლით გაძვირდა. სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის განსაკუთრებულად მძიმე საკვების გაძვირება აღმოჩნდა.


ინფლაციის ფორმირებაში კომუნალური გადასახადების ზრდამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. წყლის გადასახადი 77%-ით არის გაზრდილი, ბუნებრივი გაზის 76%-ით, ხოლო ელექტროენერგიის 65%-ით. მან საერთო ჯამში ინფლაცია 3.64%-ით გაზარდა.


ყველაზე მეტად მოსახლეობის სოციალურ ყოფაზე საკვების გაძვირებამ იმოქმედა. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფიდან კომბოსტო 199%-ით გაძვირდა, ქლიავი 51%-ით, კვერცხი 38%-ით, ზეთი 36%-ით, ჭარხალი 34%-ით, შაქარი 33%-ით, კარტოფილი ასევე 33%-ით, წიწიბურა 28%-ით, სტაფილო 27%-ით, ხინკალი 24%-ით, პური 22%-ით, გაყინული ქათამი 21%-ით, სულგუნი 20%-ით, თევზი 19%-ით, შოკოლადი ასევე 19%-ით, მაიონეზი 18%-ით, ნიგოზი 15%-ით, ძეხვი 14%-ით... საკვების გაძვირება ინფლაციაში ყველაზე მკვეთრად 5%-ით აისახა.



ბოლო ერთ წელიწადში დიზელი 35%-ით, ხოლო ბენზინი 40%-ით გაძვირდა, რამაც ირიბად სხვა პროდუქციის გაძვირებაც გამოიწვია. ორნიშნა ინფლაციის კიდევ ერთი მიზეზი ბიზნესისთვის კომუნალური გადასახადების ზრდა გახდა. მწარმოებლებმა გაზრდილი ხარჯი პროდუქციის საბოლოო ფასში ასახეს.


ინფლაცია თავისი არსით დაფარული გადასახადია და თუ ნომინალური შემოსავალი უფრო მეტად არ იზრდება ეს ადამიანების გაღარიბებას იწვევს. ოფიციალურად აღიარებული მონაცემებითაც კი 2021 წლის დეკემბრის 1000 ლარს იგივე ძალა ჰქონდა რაც 2020 წლის დეკემბერში 878 ლარს. 2020 წლის დეკემბერში 70 წლამდე პენსიონერები 220 ლარს იღებდნენ, 2021 წლის დეკემბერში 240 ლარს, თუმცა მსყიდველუნარიანობით 2020 წლის დეკემბრის 2020 ლარი 2021 წლის დეკემბრის 251 ლარს უთანაბრდებოდა. ანალოგიური შეიძლება ითქვას 70 წელს გადაცილებულების პენსიაზეც, რომელიც მართალია 250-დან 275 ლარამდე გაიზარდა, მაგრამ 2021 წლის დეკემბერში პენსიონერი თავისი 275 ლარით იმდენივე პროდუქციის შეძენას შეძლებდა, რამდენსაც 2020 წლის დეკემბერში 241 ლარად. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ღარიბი ადამიანი საკვებზე შემოსავლის უფრო მეტ წილს ხარჯავს მათთვის გასული წლის ინფლაცია კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდება.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up