მობილური ტელეფონით საუბრის დროის ზრდის ტემპი, მობილური ინტერნეტის ტრაფიკის ზრდას 35-ჯერ ჩამორჩება

მობილური ტელეფონით საუბრის დროის ზრდის ტემპი, მობილური ინტერნეტის ტრაფიკის ზრდას 35-ჯერ ჩამორჩება

access_time2022-02-04 12:00:29

მობილური ინტერნეტისგან განსხვავებით, რომლის ტრაფიკიც წლიდან წლამდე ორნიშნა და ზოგჯერ სამნიშნა პროცენტული მაჩვენებლითაც იზრდება, სასაუბრო დროის ხანგრძლივობა თითქმის არ იცვლება. 2016-2020 წლებში მობილური ინტერნეტის მოხმარება 529%-ით 30.5-დან 192 პეტაბაიტამდე (ათასი ტერაბაიტი) გაიზარდა, სალაპარაკო წუთები კი მხოლოდ 29%-ით 7.9 მლრდ-დან 10.2 მლრდ წუთამდე. 2021 წლის პირველ 10 თვეში ინტერნეტის მოხმარება დამატებით 69%-ით გაიზარდა, სალაპარაკო დროის კი 2%-ით, ანუ 34.5-ჯერ უფრო დაბალი ტემპით. ლიდერის პოზიციას, როგორც ზარების რაოდენობის, ასევე შემოსავლების მიხედვით, მობილური ინტერნეტის მოხმარების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც „მაგთიკომი“ იკავებს.

 

2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში მობილურით სულ 8.283 მლრდ წუთი ილაპარაკეს, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში 8.380 მლრდ წუთი, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 8.554 მლრდ წუთი (16 253 წელი) ორ წელიწადში ზრდის ტემპმა 3.2% შეადგინა, იმავე პერიოდში ინტერნეტის მოხმარება 267%-ით გაიზარდა ანუ 83-ჯერ უფრო სწრაფად. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 10 წელიწადში მობილური ტელეფონების რაოდენობა უმნიშვნელოდ გაიზარდა, სმარტფონების კი მკვეთრად დინამიკაში ასეთი დისბალანსი კანონზომიერი ხდება.

 

თუ კომპანიების მიხედვით ჩავშლით 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში, ყველაზე მეტი - 3.200 მლრდ წუთი მაგთის აბონენტებმა ისაუბრეს, ჯეოსელზე 2.864 მლრდ წუთი მოდის, ბილაინზე - 2.490 მლრდ წუთი. წილობრივად მაგთის 37.4% უკავია, ჯეოსელს 33.5% და ბილაინს 29.1%. თითქმის იგივე ვითარება იყო 2019-2020 წლებში იმ მცირე განსხვავებით, რომ 2019 წელს მაგთის წილი 39%-ს შეადგენდა. შედარებისთვის მაგთის წილი მობილური ინტერნეტის გამოყენებაში 52%-ს აჭარბებს.

 

მიუხედავად იმისა, რომ წუთების რაოდენობაში მაგთი ჯეოსელს მხოლოდ 4%-ით უსწრებს, შემოსავლების დათვლისას სხვაობა მკვეთრად იზრდება. 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში მაგთიმ ხმოვანი ზარებიდან შემოსავლის სახით 68 მლნ ლარი მიიღო, რაც სამივე მობილური ოპერატორის შემოსავლის 55.6%-ს უდრიდა, 2020 წელს მაგთის შემოსავალი ზარებიდან 61.5 მლნ ლარამდე შემცირდა, თუმცა შემოსავლებში წილი 57.7%-მდე გაზარდა, 2021 წელს მაგთის შემოსავალი ზარებიდან 62.8 მლნ ლარამდე, ზარებიდან მიღებულ შემოსავალში არსებული წილი კი 62.8%-მდე გაზარდა. ჯეოსელის წილი ხმოვანი ზარებიდან მიღებულ შემოსავლებში 2019-2021 წლებში 30%-დან 28.1%-მდე შემცირდა, ბილაინის კი 14.5%-დან 12.4%-მდე. 


 

რაც შეეხება ზარების რაოდენობას ის 2020 წელს შემცირდა, 2021 წელს კი ისევ გაიზარდა, უფრო კონკრეტულად: 2019 წლის პირველ ათ თვეში სულ 4.958 მლრდ ზარი განხორციელდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - 7.5%-ით ნაკლები - 4.588 მლრდ, ხოლო 2021 წელს, 2020-თან შედარებით 4.1%-ით მეტი - 4.778 მლრდ.

 

საპირისპირო მდგომარეობაა ზარების ხანგრძლივობის მხრივ: 2019 წელს 1 ზარის ხანგრძლივობა 1.67 წთ-ს ანუ 1 წუთსა და 40 წამს შეადგენდა, 2020 წელს 10 წამით მეტს 1 წუთსა და 50 წამს, 2021 წელს კი 1 წუთსა და 47 წამს. ზარების რაოდენობა ყველაზე მეტად მთელი 30%-ით 2020 წლის აპრილში ყველაზე მკაცრი ლოქდაუნის დროს შემცირდა, ზუსტად იმავე პერიოდში მობილური ინტერნეტის ტრაფიკი 169%-ით გაიზარდა.

 

კომუნიკაციის კომისიას სტატისტიკაში სამ მთავარ მობილურ ოპერატორთან ერთად ძირითადად როუმინგული მომსახურებისთვის განკუთვნილი გლობალ სელიც აქვს მითითებული, მაგრამ რადგან მათი ჯამური წილი 1%-ზე ნაკლებია, ტენდენციებზე გავლენას ვერ ახდნენ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up